სოზარ სუბარმა იურიდიული დახმარების სამსახურის სტაჟიორებს სერთიფიკატები გადასცა

ორშაბათი, 01 აპრილი, 2013 - 17:33

სასჯელ-აღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა მინისტმა, სოზარ სუბარმა, თსუ-ს სტუდენტებს, რომლებიც იურიდიული დახმარების სამსახურში ექვსთვიან სტაჟირებას გადიოდნენ, სერტიფიკატები გადასცა. სოზარ სუბარი პროგრამაში მონაწილე სტუდენტებს და მათ კურატორ ადვოკატებს გაესაუბრა. მინისტრმა ყურადღება გაამახვილა ქვეყანაში კანონის უზენაესობის განმტკიცების მნიშვნელობაზე და აღნიშნა, რომ სახელმწიფომ ხელი უნდა შეუწყოს კვალიფიციური იურისტების აღზრდას.

სტაჟირების ფარგლებში, სამართალმცოდნეობის სამაგისტრო პროგრამის სტუდენტები, საზოგადოებრივი ადვოკატების ხელმძღვანელობით, რეალურ კლიენტებს ხვდებოდნენ და კონკრეტულ სისხლის სამართლის საქმეებთან დაკავშირებით სხვადასხვა იურიდიულ დოკუმენტებს ამზადებდნენ. გარდა ამისა, მათ სასამართლოს, პროკურატურის, სასჯელაღსრულების დაწესებულებებისა და სხვა ორგანოების მონახულების საშუალებაც ეძლეოდათ.

დაჯილდოების ცერემონია სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა სამინისტროში გაიმართა.

 

მსგავსი სიახლეები

სოციალური ქსელი

რამდენი რამის თქმა მსურს იმ ადამიანების გასაგონად, ვისაც ერთხელ მაინც არ ჰქონია განცდა საკუთარი ცოდვისა... - პეტრე კოლხი ამ ქათმებს საერთოდ წარმოდგენა აქვთ, რას ნიშნავს კონსტიტუციური მონარქია - სულა სულაშვილი ივანიშვილის გარეშე დიდხანს ვერ დარჩებიან ხელისუფლებაში, მაგრამ ბევრის გაფუჭებას მოასწრებენ - მამუკა გამყრელიძე საჯაროდ გპირდები, ძალიან მალე ეს ქვეყანა შენგან გათავისუფლდება!!!! - ელისო კილაძე დღეს, ვინც ქოცების კრიტიკისთვის ტაშს მიკრავთ, ხვალ ნაცების გაკრიტიკებისთვის დედას მაგინებთ - სულა სულაშვილი ქვეყანა ღერძიდან გადაღუნა და ესენი ღლიცინებენ, ბიძინა "ხიხო" არისო - სულა სულაშვილი

გამოკითხვა

ვის ისურვებდით დედაქალაქის მერად

ვალუტა

  • 2.4
  • 2.76
  • 3.11
  • 0.04
  • 0.68
  • 1.42