მამაკაცის 10 ყველაზე გავრცელებული შიში

ორშაბათი, 01 აპრილი, 2013 - 17:24

"არ ჩაიჭრას" - ნებისმიერი მამაკაცისთვის დამახასიათებელია შიში, რაიმე ისეთი არ გააკეთოს, რომ "კაი ბიჭობაში ჩაიჭრას": დაწყებული ქალით, მეგობრებთან ურთიერთობით დამთავრებული. ამგვარად, იმისგან, რამდენად მწვავე რეაქცია ჰქონდა ძმაკაცების რეპლიკებზე ფეხბურთის ყურებისას თუ ლუდის სმისას, დამოკიდებულია მისი გუნება-განწყობილება და თვითშეფასება იმ კონკრეტულ დღეს.

შეყვარებული/ცოლი დაიწუნონ მისმა მეგობრებმა - ძალიან ხშირად მამაკაცებს ეშინიათ, რომ საყვარელი ქალი მის მეგობრებს არ მოეწონებათ და მას მოუწევს, როგორმე გაამართლოს საკუთარი არჩევანი. მამაკაცს იმდენად არ აღელვებს ნათესავების აზრი, როგორც მეგობრების.

კრიტიკის - მამაკაცები ზედმეტად დამოკიდებულები არიან სხვის აზრზე. მხოლოდ ერთი დამცინავი გამოხედვაც საკმარისი შეიძლება გახდეს, რომ დააქვეითოს მამაკაცის საკუთარი თავის რწმენა დიდი ხნით.

იმპოტენციის - მამაკაცისთვის იმაზე კოშმარი სიზმარი არ არსებობს, რომელშიც ყველაზე საპასუხისმგებლო მომენტში მას საკუთარი "უმცროსი ძმა" ღალატობს. მას სიკვდილივით ეშინია, არ გამოჩნდეს ქალთან უძლური.

ქორწინების - ბევრი მამაკაცი გაურბის ქორწინებას. ყოფითი ცხოვრების სიმძიმე, შესაძლო განქორწინება, ღალატი, თავისუფლების აღკვეთა, ეკონომიური სიდუხჭირე – ყველაფერი ეს გარკვეულად ასოცირდება ცნებასთან "ქორწინება" და ამიტომაც ის, მამაკაცი, ყველანაირად ცდილობს, გადასწიოს ეს ღირსშესანიშნავი თარიღი.

ცვლილებების - ბევრი მამაკაცისთვის ცხოვრების ჩვეულ რიტმში ან საკუთარ თავში რაიმე ცვლილების შეტანა შიშის მომგვრელია, თუნდაც ეს ცვლილება მისთვის სიკეთის, ბედნიერების მომტანი იყოს.

არ მოექცეს ქალის ქუსლის ქვეშ - მოექცეს ქალის გავლენის ქვეშ და შეასრულოს მისი ყველა სურვილი – მამაკაცის ერთ-ერთი ყველაზე ძლიერი შიშია. მას ურჩევნია, ყოველთვის თავად იყოს წამყვანი ურთიერთობებში და არა პირიქით. ამისთვის კი ის ყველაფერს გააკეთებს.

დაკარგონ რეპუტაცია, ფინანსური სტაბილურობა - მამაკაცების უმეტესობას პანიკურად ეშინია და დაუფიქრებლად იქცევა მაშინ, როცა რაიმე მათ მატერიალურ მდგომარეობას ან რეპუტაციის შელახვას ემუქრება. ყველაფერ იმას, რაც შრომითა და ჯაფით მოიპოვა, ნებისმიერი მამაკაცი კბილებით დაიცავს.

ღალატის - მხოლოდ იმის წარმოდგენა, რომ საყვარელი ქალი შეიძლება სხვის მკლავებში აღმოჩნდეს, მამაკაცს არაადეკვატურ მდგომარეობაში აგდებს. ასეთ შემთხვევაში ეს მხოლოდ ეჭვიანობა არ არის, არამედ საშინელი მრისხანებაც. როგორც იმპოტენციამ, ასევე ქალის ღალატმაც შეიძლება გატეხოს მამაკაცი საკმაოდ დიდი ხნით.

ქალის ისტერიკებისა და ცრემლების - ნებისმიერ შემთხვევაში ქალის მძაფრი ემოციის ნებისმიერი გამოვლინება ცუდად მოქმედებს მამაკაცზე. ზოგი საყვარელ ქალთან ერთად აქვითინდება, ზოგი საშინლად გაბრაზდება... მაგრამ არსებობენ მამაკაცები, რომლებიც ყველაფერზე წავლენ, ოღონდ საყვარელი ქალის გულისტკენა გააქარწყლონ. ასეთ შემთხვევაში საქმე ეხება როგორც ქუსლის ქვეშ მოქცევას, ასევე ქალის მანიპულაციებს.

 

მსგავსი სიახლეები

სოციალური ქსელი

ვისაც ვერანაირად ვერ ვუხსნი და ვისთანაც მიჭირს სიტყვების პოვნა - სანდრა რულოვსი როდის გაარკვევს განათლების მინისტრი ნაცარქექიასთან ურთიერთობას და მოხედავს ამ ლამაზ ბიჭებს და გოგოებს - ირაკლი ჟვანია ასე იწყებოდა ჩემს ბავშვობაში - 80-იანი წლების ბოლოს დანებით დაიწყეს და 90-იან წლებში ავტომატებით გააგრძელეს ერთმანეთის მკვლელობა - სანდრო ბრეგაძე იმედია, არ დადასტურდება არაოფიციალური ინფორმაცია - ნანუკა ჟორჟოლიანი მთავრობას მიმართავს გაიღვიძეთ რა!!! რამ დაგადუმად, რამ დაგაგლახავად ასე! იმოქმედეთ რა!!! - გია მაისაშვილი მაშინ როდესაც ბარბარეს სიცოცხლე ქვევრში ჩაკალით?! აბა, გაბედეთ და იმ ქვევრს ახადეთ თავსახური... - სულა სულაშვილი

გამოკითხვა

ვალუტა

  • 2.67
  • 3.15
  • 3.57
  • 0.05
  • 0.7
  • 1.57