ნაციონალური მოძრაობის გადაწყვეტილების გამო კანონი დაირღვა - ზაზა გაბუნია

ორშაბათი, 01 აპრილი, 2013 - 17:15

თბილისის საკრებულოს ფრაქცია "ნაციონალური მოძრაობის" გადაწყვეტილებით, საკრებულოს სხდომის მონიტორინგის მიზნით მოსულ სამართლიანი არჩევნების წარმომადგენელს, ლია ნოღაშვილს საკრებულოში შემოსვლა აუკრძალეს, ამის შესახებ თბილისის საკრებულოს ფრაქცია ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს თავმჯდომარემ, ზაზა გაბუნიამ განაცხადა.

გაბუნიას თქმით, მას დაუბლოკეს საშვი და მისი საკრებულოს სხდომაზე დასწრება მხოლოდ მათი უშუალო ჩარევის შემდეგ გახდა შესაძლებელი. 

"აღნიშნული ქმედება ეწინააღმდეგება და არღვევს საქართველოს ორგანული კანონის "თვითმმართველობის შესახებ" და საკრებულოს რეგლამენტის შესაბამის მოთხოვნებს, რომლითაც საკრებულო ვალდებულია უზრუნველყოს ყველა წინაპირობის შექმნა სხდომების ღიაობის და მისი კონტროლის გამჭვირვალობისათვის", - განაცხადა ზაზა გაბუნია წინა კვირაში საკრებულოს სხდომის ირგვლივ და სხდომაზე დაფიქსირებული კანონდარღვევების სესახებ გამართულ  პრესკონფერენციაზე.

გაბუნიას განცხადებით, დაირღვა საქართველოს ორგანული კანონი "ადგილობრივი თვითმმართველობების შესახებ" და საკრებულოს რეგლამენტი, რომლის იმპერატიული მოთხოვნაა უზრუნველყოფილი იყოს სხდომების საჯაროობა და კონტროლის გამჭვირვალობისთვის ყველა წინაპირობის შექმნა.

მისივე თქმით, ამ ქმედებით ხელი შეეშალა სამართლიანი არჩევნების მონიტორინგის პროცესსაც. დეპუტატის თქმით, საკრებულოს სხდომაზე, ფრაქცია "ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთმა წევრმა დაარღვია ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ საქართველოს კანონი 26-ე მუხლის მე-3 პუნქტი, რომელიც კენჭისყრის დროს სხვის ნაცვლად ხმის მიცემას კრძალავს.

ფრაქციის თავმჯდომარე მიიჩნევს, რომ უნდა გამოიძიონ, რომელი კენჭისყრების დროს განხორციელდა აღნიშნული ქმედება და შესაბამისად იმ კენჭისყრების შედეგები გაუქმებულად  ჩაითვალოს.

გაბუნია თვლის, რომ მსგავსი რამ არ განმეორდეს, საჭიროა არასამთავრობო ორგანიზაციების დასწრება სხდომებზე. ამ საკითხის დაუყოვნებლივ მოგვარებისთვის გაბუნია საკრებულოს თავმჯდომარეს მიმართავს.

მსგავსი სიახლეები

სოციალური ქსელი

ეს გარყვნილ ევროპაში ხდება - სულა სულაშვილი შეცდომები შეცდომებზე დააშვებინა პოროშენკოს, ბოლომდე გააბანძა - ირაკლი ტაბლიაშვილი როგორი ლოკალური და მიკროა მთელი ქართული პოლიტიკა სააკაშვილთან შედარებით - ნიკა გვარამია საქართველოს ხელისუფლებამ უნდა შესთხოვოს მამაზეციერს, რომ პოროშენკო მას მაინც თუ დაიჭერს, საქართველოში აღარ გამოუშვას - ირაკლი ტაბლიაშვილი სააკაშვილზე ვაცხადებ, ხელისუფლება მომავალ არჩევნებში კიდევ ერთხელ გაჟიმავს ოპოზიციას - ირაკლი წერეთელი ქართულმა სახელმწიფომ დაამტკიცა, რომ ქართულ ეკლესიაში არიან პატრიარქის თუ არა, საერთოდ ადამიანის მკვლელობის მოსურნე სასულირო პირები - გაიოზ მამალაძის რჩევა ხელისუფლებას

გამოკითხვა

ვის ისურვებდით დედაქალაქის მერად

ვალუტა

  • 2.47
  • 2.97
  • 3.34
  • 0.04
  • 0.71
  • 1.46