საგადასახადო შემოსავლები, გასული წლის შესაბამის მაჩვენებელთან შედარებით, 5.9 პროცენტით გაიზარდა

ორშაბათი, 01 აპრილი, 2013 - 16:19

მარტში საგადასახადო შემოსავლები, გასული წლის შესაბამის მაჩვენებელთან შედარებით, 5.9 პროცენტით გაიზარდა - ამის შესახებ „ჯეონიუსს" შემოსავლების სამსახურიდან აცნობეს.

უწყების ინფორმაციით, საგადასახადო შემოსავლებმა მარტში 745.5 მილიონი ლარი შეადგინა, რაც 41.5 მილიონი ლარით მეტია გასული წლის ანალოგიურ მაჩვენებელთან შედარებით. შესაბამისად, მარტში მთლიანი საგადასახადო შემოსავლები, გასული წლის შესაბამის მაჩვენებელთან შედარებით, 5.9 პროცენტით გაიზარდა.

ამის დასადასტურებლად უწყებას 2013 წლის მონაცემები მოჰყავს.

„2013 წლის პირველი კვარტალის მონაცემებით, საგადასახადო შემოსავლებმა 1615.5 მილიარდი ლარი შეადგინა. გასული წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელი 1552.0 მილიარდი ლარი იყო. შესაბამისად, გადაჭარბებამ 63.5 მილიონი ლარი შეადგინა. მარტში საგადასახადო კუთხით მობილიზებული თანხა 653.9 მილიონი ლარი, ხოლო საბაჟო კუთხით 91.5 მლნ. ლარია.

2013 წლის პირველი კვარტალის მონაცემებით, საგადასახადო კუთხით 1364.6 მილიარდი, ხოლო საბაჟო კუთხით 250.9 მილიონი ლარი შეგროვდა“ - აცხადებენ შემოსავლების სამსახურში.

მსგავსი სიახლეები

სოციალური ქსელი

რამდენი რამის თქმა მსურს იმ ადამიანების გასაგონად, ვისაც ერთხელ მაინც არ ჰქონია განცდა საკუთარი ცოდვისა... - პეტრე კოლხი ამ ქათმებს საერთოდ წარმოდგენა აქვთ, რას ნიშნავს კონსტიტუციური მონარქია - სულა სულაშვილი ივანიშვილის გარეშე დიდხანს ვერ დარჩებიან ხელისუფლებაში, მაგრამ ბევრის გაფუჭებას მოასწრებენ - მამუკა გამყრელიძე საჯაროდ გპირდები, ძალიან მალე ეს ქვეყანა შენგან გათავისუფლდება!!!! - ელისო კილაძე დღეს, ვინც ქოცების კრიტიკისთვის ტაშს მიკრავთ, ხვალ ნაცების გაკრიტიკებისთვის დედას მაგინებთ - სულა სულაშვილი ქვეყანა ღერძიდან გადაღუნა და ესენი ღლიცინებენ, ბიძინა "ხიხო" არისო - სულა სულაშვილი

გამოკითხვა

ვის ისურვებდით დედაქალაქის მერად

ვალუტა

  • 2.4
  • 2.76
  • 3.11
  • 0.04
  • 0.68
  • 1.42