აგვისტოს ომის დროს საქართველოში შემოსული მილიარდების 30% დასავლელი პოლიტიკოსების ჯიბეებში დაილექა - თემურ შაშიაშვილი

ორშაბათი, 01 აპრილი, 2013 - 16:16

თეთრების ლიდერის, თემურ შაშიაშვილის აზრით, ქვეყანაში სამართლიანობის აღდგების კუთხით გაჭიანურების მიზეზი პოლიტიკური შანტაჟია, რომელსაც სააკაშვილი და ნაციონალური მოძრაობა ახორციელებენ.

„ახალ ხელისუფლებას ნატოს და ევროკავშირის სამიტებით აშანტაჟებენ. ამტკიცებენ, რომ თუ ნაციონალებს დასჯით, ნატო და ევროკავშირი ახლოს არ გაგიკარებთო. ამ ყველაფრის უკან კი სააკაშვილი დგას. სწორედ მისი მხრიდან ხორციელდება შანტაჟი დასავლეთზე, იმის გამო, რომ მან დიდი საიდუმლო იცის 2008 წლის აგვისტოს ომის შესახებ, იმიტომ, რომ შეუძლია ისაუბროს იმ ფულზე, რომელიც მოდიოდა საქართველოში. დღეს აგვისტოს ომის შესახებ სიმართლის თქმა მხოლოდ რუსეთს აწყობს, დანარჩენი მსოფლიო კი დუმილს ამჯობინებს. საქართველოში ამ წლებში მილიარდები შემოვიდა. ამ ფულის 30% უკან დაბრუნდა და დასავლეთში მყოფი პოლიტიკოსების ჯიბეებში დაილექა. მათი ვინაობა შესანიშნავად იცის სააკაშვილმა. ამ ინფორმაციის გამჟღავნება სწორედ ამ პოლიტიკოსებს არ აწყობთ. ვადაგასული პრეზიდენტი კი ამ ინფორმაციას შანტაჟისთვის იყენებს.

დაშანტაჟებული დასავლეთი იძულებულია ახალ ხელისუფლებას მოთხოვოს ის, რაც სააკაშვილის ინტერესებშია. ივანიშვილი იძულებულია დასავლეთის მოთხოვნებს ანგარიში გაუწიოს", - აცხადებს "თეთრების" ლიდერი.

თემურ შაშიაშვილის განცხადებით, დასავლეთში ივანიშვილი არ მოსწონთ იმიტომ, რომ ის ძლიერი პიროვნებაა და ნაკლებად არის გარედან მართული, მაშინ როცა სააკაშვილი ყოველთვის გარედან იმართებოდა და ამავე დროს უდიდესი დემაგოგია, რაც მას განსაკუთრებულად საშიშს ხდის.

შაშიაშვილის განცხადებით,  უახლოეს მომავალში სამოქალაქო სექტორი ამერიკის საელჩოს მიმართავს, რათა დაინტერესდეს საქართველოში გამოგზავნილი მილიარდების ბედით.

„ჩვენ მიმართვას ამერიკის ხალხს გავუგზავნით. საქართველოში ხომ რიგითი ამერიკელების ფული იგზავნებოდა. უკვალოდ არის გამქრალი ასეული მილიონები, ამაზე საქართველოში მყოფი ელჩები რატომღაც ხმას არ იღებენ. ასევე ხმას არ იღებს ამერიკის ელჩიც, რომელიც ლამის ყველა წვრილმანში ერევა. წარმოიდგინეთ, რა მოხდებოდა ამერიკაში, ხელისუფლებას, რომ ასეულობით მილიონი სადმე გაექრო. მე მაინტერესებს, რატომ უნდა მოვითმინოთ ჩვენ, რასაც ამერიკის მოსახლეობა არ მოითმენს?“ - აცხადებს თეთრების ლიდერი.

 

მსგავსი სიახლეები

სოციალური ქსელი

გამოკითხვა

ვის ისურვებდით დედაქალაქის მერად

ვალუტა

  • 2.48
  • 2.95
  • 3.35
  • 0.04
  • 0.71
  • 1.46