ქრთამის შეთავაზების ფაქტზე სადახლოს საბაჟო გამშვებ პუნქტზე სომხეთის მოქალაქე დააკავეს

ორშაბათი, 01 აპრილი, 2013 - 15:59

სადახლოს საბაჟო გამშვებ პუნქტზე, შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტის უფროს ოფიცერს სომხეთის მოქალაქემ ქრთამის სახით 1000-1500 რუსული რუბლი შესთავაზა. - ამის შესახებ „ჯეონიუსს" შემოსავლების სამსახურიდან აცნობეს.

უწყების ინფორმაციით, სომხეთის მოქალაქემ დეკლარაციაში ერთი ცალი ოქროს სამაჯური და ერთი წყვილი საყურე დაადეკლარირა, ხოლო რეალურად მას ჩანთაში არადეკლარირებული, ოქროს სამეული, კერძოდ 1 ბეჭედი და 1 წყვილი თვლებით გაწყობილი საყურე აღმოაჩნდა.

„სადახლოს საბაჟო გამშვებ პუნქტზე, შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტის უფროსს ოფიცერს თ.ქ.-ს სომხეთის მოქალაქე ა.ა.-მ ქრთამის სახით 1000-1500 რუსული რუბლი შესთავაზა. კერძოდ, 31 მარტს, სომხეთიდან საქართველოში შემოსულმა სომხეთის მოქალაქემ ზეპირი დეკლარირებისას 1 ცალი ოქროს სამაჯური და 1 წყვილი საყურე დაადეკლარირა, ხელჩანთის დათვალიერებისას კი მას არადეკლარირებული, სავარაუდოდ ოქროს სამეული, კერძოდ 1 ბეჭედი და 1 წყვილი თვლებით გაწყობილი საყურე აღმოაჩნდა, რის შემდეგაც მოქალაქემ ფაქტის დაფარვის მიზნით, ოფიცერს ქრთამის სახით, ფული შესთავაზა“ - აცხადებენ შემოსავლების სამსახურში.

ასევე, როგორც უწყებაში განმარტავენ, საქმის მასალები შემდგომი რეაგირების მიზნით, კრიმინალურ პოლიციას გადაეგზავნა. სომხეთის მოქალაქე ამჟამად დაკავებულია.

მსგავსი სიახლეები

სოციალური ქსელი

გამოკითხვა

ვის ისურვებდით დედაქალაქის მერად

ვალუტა

  • 2.48
  • 2.95
  • 3.35
  • 0.04
  • 0.71
  • 1.46