ნიუ-იორკის მერია 2011 წლის ტერაქტის გამოძიების განახლებას გეგმავს

ორშაბათი, 01 აპრილი, 2013 - 15:49

ნიუ-იორკის მერია 2001 წლის 11 სექტემბრის ტრაგედიის დროს დაღუპულტა ნეშთის სამძებრო სამუშაოების განახლებას გეგმავს. ამის შესახებ განცხადება მეგაპოლისის მთავარმა სამედიცინო ექსპერტმა გააკეთა.

ტრაგედიის დროს დაღუპულთა ახლობლები ცნობას არაერთგვაროვანი რეაქციებით შეხვდნენ. ახლობლების უმეტესობა ქალაქის მერიის სამედიცინო ექსპერტებს არ ენდობა.

შეგახსენებთ, რომ 2001 წლის 11 სექტემბერს განხორციელებულ ტერაქტში 19 ისლამისტი იღებდა მონაწილეობას. მათ 4 კომერციული სამგზავრო თვითმფრინავი გაიტაცა, გამტაცებლები 2 თვითმფრინავით გამიზნულად დაეჯახნენ ნიუ-იორკში მსოფლიოში ყველაზე დიდი სავაჭრო ცენტრის 2 ცათამბრჯენს, რის შედეგადაც დაიღუპა ყველა მგზავრი და იმ დროს შენობაში მყოფი ხალხის დიდი ნაწილი. შენობა კი 2 საათის განმავლობაში ჩამოინგრა.

მსგავსი სიახლეები

სოციალური ქსელი

გამოკითხვა

ვის ისურვებდით დედაქალაქის მერად

ვალუტა

  • 2.48
  • 2.95
  • 3.35
  • 0.04
  • 0.71
  • 1.46