ზაზა გაბუნიას ხათუნა ბერძენიშვილის გამგებლად დანიშვნა პოლიტიკური დაპირისპირების წინაპირობად მიაჩნია

ორშაბათი, 01 აპრილი, 2013 - 15:50

თბილისის საკრებულოს ფრაქცია "ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს" თავმჯდომარე ზაზა გაბუნია, კრწანისის გამგებლად ხათუნა ბერძენიშვილის დანიშვნის ფაქტს ეხმაურება.

 გაბუნიას თქმით, გამგებლების რაოდენობის გაზრდა პოლიტიკური დაპირისპირებას და "ქართული ოცნების" მაჟორიტარების საქმიანობის ხელისშემშლას ითვალისწინებს.

"აღნიშნული გადაწყვეტილებით, რომლითაც თვითმმართველობის საკითხებში გაუთვითცნობიერებელი, არაპროფესიონალი კადრი ინიშნება თბილისის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი რაიონის გამგებლად, დასტურდება ჩემს მიერ გამგებლების რაოდენობის გაზრდასთან დაკავშირებით მერის მიერ მიღებული გადაწყვეტილების დროს გამოთქმული ვარაუდი, რომ ამით გიგი უგულავას და "ნაციონალური მოძრაობის" მიზანია არა მოსახლეობასთან კომუნიკაციის გაუმჯობესება (რაც ძველი წესის პირობებშიც იყო შესაძლებელი) არამედ შეიქმნას ნიადაგი პოლიტიკური დაპირისპირებისთვის, გამგებელი იქცეს "ქართული ოცნების" მაჟორიტარების საქმიანობის ხელისშემშლელად რაიონებში, იქცეს მაჟორიტარის მოწინააღმდეგედ და არა პარტნიორად. ამით კი რასაკვირველია წაგებული მოსახლეობა დარჩება", - განაცხადა ზაზა გაბუნიამ დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე.

ზაზა გაბუნიას თქმით, გამგებლის პოლიტიკურ ფიგურად ქცევა არის გაგრძელება იმ მანკიერი ტრადიციისა, როცა რაიონის ხელმძღვანელები, გამგებლები არა სამეურნეო, მოქალაქეთა საჭიროების მიზნით მოქმედებდნენ, არამედ წარმოადგენდნენ პარტიულ ელემენტს ადგილზე.

"ჩვენ გვახსოვს ამ მიდგომის შედეგად დაზარალებული მოსახლეობა, რომელთაც ყოფდნენ საკუთარ და სხვა პარტიების მხარდამჭერებად. ამ პროცესის შედეგად, რომლითაც გამგებლებად წინა ხელისუფლებისთვის მნიშვნელოვანი პოლიტიკური როლის მქონე პირები ინიშნებიან, იხსნება ფრონტის ხაზი გამგებელსა და მაჟორიტარს შორის იმ მიზნით, რომ გამგებელმა, რომელიც არის ადგილობრივი, რაიონის ბიუჯეტის განმკარგავი, მაჟორიტარისა და მოსახლეობისთვის მნიშვენლოვანი საკითხების გადაწყვეტა არ დააფინანსოს, მისი განხორციელება არ უზრუნველყოს და პირიქით, ხელი შეუშალოს. ამას სხვანაირად საბოტაჟი ეწოდება", - განაცხადა გაბუნიამ. 

ზაზა გაბუნიას მოსახლეობის საფრთხის შემცველი ამ გეგმის განეიტრალების და პრევენციისთვის, აუცილებლობად მიაჩნია თბილისის შესახებ კანონში ცვლილებების შეტანა, რომლითაც ძირითადი, საფინანსო-საბიუჯეტო და სოციალურ-ინფრასტრუქტურული გადაწყვეტილბებების მიღების უფლება მაჟორიტართან კონსულტაციის და შეთანხმების გარეშე, იმპერატიულად მხოლოდ გამგებელს არ ექნება.

 

 

მსგავსი სიახლეები

სოციალური ქსელი

ეხლა დაეწყვნენ ის მწერლები... და ბოდიში მოუხადონ საზოგადოებას ე.წ. მწერალ ზვიად რატიანის გამო - ნიკოლოზ მჟავანაძე ყოველთვის, როცა დაკავებული მტყუანია და იგინება, პოლიციელების სამხრე კამერები გამართულად მუშაობს - კახა კუკავა საპოლიციო პრაქტიკასა და ზვიად რატიანზე პირი, რომელსაც აქვს თავშეკავების ვალდებულება, თავს ვერ იკავებს და იგინება. ეს პირი არის პრემიერი... - ირაკლი ტაბლიაშვილი ვიღაც მუდრეგს "ზევიდან" ოთო აბესაძის ულამაზეს ცოლზე ჰქონდა თვალი დადგმული! - ლალი მოროშკინა ბატონო ირაკლი, თქვენ რომელი სახელმწიფოს პარლამენტის თავმჯდომარე ხართ? - ხათუნა ხოფერია კობახიძეს მიმართავს ქართველი ერი ტრაგედიების სიმბოლოდ იქცა... - მამა პეტრე კოლხი

გამოკითხვა

ვალუტა

  • 2.46
  • 3.08
  • 3.47
  • 0.04
  • 0.66
  • 1.45