მეორე მოსმენით განხილვაზე საუბარი იქნება ექვსი წევრის არჩევაზე - თეა წულუკიანი

ორშაბათი, 01 აპრილი, 2013 - 15:46

საქართველოს იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა საერთო სასამართლოების შესახებ კანონში შესატან ცვლილებებთან დაკავშირებით კომენტარი გააკეთა. მისი თქმით, მეორე მოსმენით განხილვაზე საუბარი იქნება ექვსი წევრის არჩევაზე.

 

„ჩვენთვის, რამდენადაც ცნობილია, საპარლამენტო უმრავლესობა და უმცირესობა აწარმოებენ ამ საკითხზე მოლაპარაკებებს და ვნახოთ, რა იქნება ამ მოლაპარაკებების შედეგი, როგორც ჩანს, მეორე მოსმენით ახლიდან განხილვაზეა საუბარი, იმისთვის, რომ იმ ექვსი წევრის არჩევას საფუძვლად დაედოს უფრო ფართო კონსენსუსი“, - განაცხადა წულუკიანმა.

შეგახსენებთ, რომ საერთო სასმართლოების შესახებ კანონში შესატან ცვლილებებთან დაკავშირებით, პარლამენტის იურიდიული სხდომა მიმდინარეობს.

მსგავსი სიახლეები

სოციალური ქსელი

გამოკითხვა

ეთანხმებით თუ არა ქვეყანაში არსებულ ნარკოპოლიტიკას

ვალუტა

  • 2.44
  • 2.84
  • 3.18
  • 0.04
  • 0.51
  • 1.44