მიხეილ მაჭავარიანი საგამოძიებო ორგანოებს მიმართავს

ორშაბათი, 01 აპრილი, 2013 - 15:36

საპარლამენტო უმცირესობის წევრი მიხეილ მაჭავარიანი საგამოძიებო ორგანოებს მიმართავს, გადაუდებელი შემთხვევების გარდა, საარჩევნო კამპანიაში ჩართული პირები დაკითხვაზე არ დაიბარონ.

”ჩვენი თხოვნაა, ბაღდათის, სამტრედიისა და ნაძალადევის ოლქებში საარჩევნო კამპანიაში აქტიურად ჩართული ადამიანები დაკითხვაზე არ დაიბარონ, რადგან მათ ამით საარჩევნო კამპანიის წარმოებაში ხელი შეეშლებათ. ეს ”ნაციონალური მოძრაობის” საარჩევნო კამპანიისთვის ხელის შეშლა იქნება", - აცხადებს მიხეილ მაჭავარიანი.

 

მსგავსი სიახლეები

სოციალური ქსელი

გამოკითხვა

ვალუტა

  • 2.69
  • 3.17
  • 3.57
  • 0.05
  • 0.69
  • 1.58