რუსეთში ადამიანის გასულელების ნაცვლად, ჩიტების დღის დაწესებას ითხოვენ

ორშაბათი, 01 აპრილი, 2013 - 14:33

რუსეთის ფრინველთა დაცვის ორგანიზაციამ მოუწოდა ხელისუფლებას, დაადგინოს 1 აპრილი რუსეთის ფრინველების კვლევისა და დაცვის დღედ და ერთმანეთის გაშარჟებისა და ლაზღანდარობის ნაცვლად, მოაწყოს ამ დღეს სხვადასხვა ღონისძიებები, გარეული ცხოველების დასახმარებლად. 

მხატვარი ნიკიტა ალექსეევი, „მოსკოვის შემოგარენის ფრინველების“ თემაზე  საკუთარი გამოფენით, მხარს უჭერს ორნითოლოგებს. „ რა სჯობს, ადამიანის გასულელება თუ ჩიტების დახმარება? მე მგონი – ჩიტების დახმარება! ამიტომ მეც მოგიწოდებთ – 1 აპრილს, ტუტუცური სიცილის დღის ნაცვლად, დავაწესოთ ფრინველების დღე!“

 

მსგავსი სიახლეები

სოციალური ქსელი

გამოკითხვა

ვალუტა

  • 2.71
  • 3.19
  • 3.59
  • 0.05
  • 0.68
  • 1.6