პრეზიდენტის დაკითხვა სრულიად სხვა საკითხზე მოხდება და არა გახმაურებულ საქმეებზე - არჩილ კბილაშვილი

ორშაბათი, 01 აპრილი, 2013 - 11:13

რაც შეეხება კონკრეტულ საკითხს, როდის, ან დაკითხული იქნება თუ არა პრეზიდენტი, ეს უკვე გამოძიების გადასაწყვეტია და გამოძიება ამ საკითხს წყვეტს ორი კრიტერიუმის საფუძველზე, ერთი, თუ მას გააჩნია საკმარისი მონაცემები, რომ პრეზიდენტი ინფორმირებულია გამოსაკვლევ ფაქტთან დაკავშირებით და მეორე, თუ გამოძიება ჩათვლის, რომ მისი დაკითხვა არის მიზანშეწონილი. - ამის შესახებ მთავარმა პროკურორმა, არჩილ კბილაშვილმა ტელეკომპანია მაესტროს გადაცემა, პრესპრესში განაცხადა.

არჩილ კბილაშვილის თქმით, პრეზიდენტის დაკითხვის საფუძველი არსებობს.

"შემიძლია გითხრათ, რომ საქართველოს პროკურატურის მიერ წარმოებულ თუ ზედამხედველობით ნაწარმოებ გამოძიებაზე ნამდვილად მოიპოვება რამდენიმე ფაქტი, სადაც პრეზიდენტის ინფორმირებულობა და ცოდნა ამა თუ იმ გამოსაძიებელ საკითხთან იკვეთება. პირველი, პრეზიდენტის დაკითხვის საფუძველი არის და მეორე, ეს ჩვენი მიზანშეწონილობიდან გამომდინარე მისაღები გადაწყვეტილებაა და ამის შესახებ ჯერ არ არის მიღებული გადაწყვეტილება". - აცხადებს კბილაშვილი.

როგორც პროკურორმა განაცხადა, საქართველოს კანონმდებლობა არ უშვებს გამონაკლისს არც ერთი პირის მიმართ, თუ პირმა რაიმე იცის არ იქნეს დაკითხული სისხლის სამართლის საქმესთან დაკავშირებით. მისი თქმით, არც პრეზიდენტი უნდა იყოს გამონაკლისი.

გავრცელებული ინფორმაციით, პრეზიდენტის დაკითხვა შესაძლოა მოხდეს 27 000 ობიექტის გასხვისების თემაზე, ასევე ტელეკომპანია იმედის თემაზე. თუმცა, მთავარი პროკურორი აცხადებს, რომ პრეზიდენტის დაკითხვა არც ერთ გახმაურებულ საქმესთან არ არის დაკავშირებული და მისი დაკითხვა სრულიად სხვა საკითხზე მოხდება.

მსგავსი სიახლეები

სოციალური ქსელი

იყავით უშიშარნი ვითარცა უხორცო!!! პირველ დარტყმას პირადად მე ავიღებ ჩემს თავზე!!! - სანდრო ბრეგაძე მიდით დაგვარბიეთ და რა ტურასაც დაიჭერთ, მერე ვნახოთ - რამაზ გაგნიძე ამერიკის საელჩოსა და მთავრობას შორის შეთანხმევაზე ავრცელებს ინფორმაციას რამდენი რამის თქმა მსურს იმ ადამიანების გასაგონად, ვისაც ერთხელ მაინც არ ჰქონია განცდა საკუთარი ცოდვისა... - პეტრე კოლხი ამ ქათმებს საერთოდ წარმოდგენა აქვთ, რას ნიშნავს კონსტიტუციური მონარქია - სულა სულაშვილი ივანიშვილის გარეშე დიდხანს ვერ დარჩებიან ხელისუფლებაში, მაგრამ ბევრის გაფუჭებას მოასწრებენ - მამუკა გამყრელიძე საჯაროდ გპირდები, ძალიან მალე ეს ქვეყანა შენგან გათავისუფლდება!!!! - ელისო კილაძე

გამოკითხვა

ვის ისურვებდით დედაქალაქის მერად

ვალუტა

  • 2.4
  • 2.79
  • 3.13
  • 0.04
  • 0.67
  • 1.41