მწერალთა კავშირს საჯარო ინფორმაციაზე უარის თქმისთვის სასამართლოში უჩივიან

ორშაბათი, 01 აპრილი, 2013 - 14:11

ჟურნალ ,,art info საქართველოს“ მთავარი რედაქტორი ლექსო დორეული და მწერალი ოთარ ჯირკვალიშვილი საქართველოს მწერალთა კავშირს სასამართლოში უჩივიან. როგორც „ჯეონიუსს“ მათ განუცხადეს, საქართველოს მწერალთა კავშირის თავმჯდომარეს მაყვალა გონაშვილსა და ქალაქ თბილისის მერიას მიმართეს მათგან საჯარო ინფორმაციის გამოთხოვნის თხოვნით, რაზეც მერიისაგან განსხვავებით, მწერალთა კავშირმა უარი ოფიციალურად განაცხადა.

როგორც ლექსო დორეული აცხადებს, ინფორმაცია ეხება მწერალთა კავშირის მიერ მერიის დაფინანსებით ჩატარებულ პროექტებს (ახალგაზრდა პოეტთა კონკურსებს), რომელთა მიმართაც არსებობს გონივრული ეჭვი მნიშვნელოვანი დარღვევების (მათ შორის ფინანსური) შესახებ.

ოთარ ჯირკვალიშვილი და ლექსო დორეული აცხადებენ, რომ ბოლომდე იბრძოლებენ საკუთარი კონსტიტუციური უფლებების დასაცავად და საჯაროს გახდიან მწერალთა კავშირის მიერ განხორციელებული პროექტების საეჭვო ხარჯთაღრიცხვას.

,,ჩვენი ეჭვი, რომ მწერალთა კავშირი კორუფციის ბუდედ არის ქცეული, კიდევ უფრო დაადასტურა იმ ფაქტმა, რომ მათ ჩვენი ადვოკატის მურთაზ კლდიაშვილის ოფიციალურ მოთხოვნაზე - გადმოეცათ ჩვენთვის მათ მიერ განხორციელებული პროექტების ხარჯთაღრიცხვა - უარი განაცხადეს. ქალბატონი მაყვალა მოითხოვს ჩვენგან ჟურნალისტური გამოძიების ქონის უფლების დასაბუთებას, რაც აბსურდულია. ამიტომ ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ საზოგადოებისთვის კავშირის ბნელი პოლიტიკა ცხადი გახდეს“, - აცხადებენ ლექსო დორეული და ოთარ ჯირკვალიშვილი.

ლექსო დორეული და ოთარ ჯირკვალიშვილი სასამართლოს ამ კვირაში მიმართავენ.

 

მსგავსი სიახლეები

სოციალური ქსელი

იყავით უშიშარნი ვითარცა უხორცო!!! პირველ დარტყმას პირადად მე ავიღებ ჩემს თავზე!!! - სანდრო ბრეგაძე მიდით დაგვარბიეთ და რა ტურასაც დაიჭერთ, მერე ვნახოთ - რამაზ გაგნიძე ამერიკის საელჩოსა და მთავრობას შორის შეთანხმევაზე ავრცელებს ინფორმაციას რამდენი რამის თქმა მსურს იმ ადამიანების გასაგონად, ვისაც ერთხელ მაინც არ ჰქონია განცდა საკუთარი ცოდვისა... - პეტრე კოლხი ამ ქათმებს საერთოდ წარმოდგენა აქვთ, რას ნიშნავს კონსტიტუციური მონარქია - სულა სულაშვილი ივანიშვილის გარეშე დიდხანს ვერ დარჩებიან ხელისუფლებაში, მაგრამ ბევრის გაფუჭებას მოასწრებენ - მამუკა გამყრელიძე საჯაროდ გპირდები, ძალიან მალე ეს ქვეყანა შენგან გათავისუფლდება!!!! - ელისო კილაძე

გამოკითხვა

ვის ისურვებდით დედაქალაქის მერად

ვალუტა

  • 2.4
  • 2.79
  • 3.13
  • 0.04
  • 0.67
  • 1.42