ბავშვის შიმშილით გარდაცვალების გამო პასუხისმგებლობა ყველას გვეკისრება - მამუკა ჭანტურაია

ორშაბათი, 01 აპრილი, 2013 - 13:31

21-ე საუკუნეში ადამიანები შიმშილით არ უნდა იხოცებოდნენ, ეს ერისა და თუ გნებავთ, მთელი კაცობრიობის სირცხვილია, - ასე გამოეხმაურა ”ჯეონიუსთნ” საუბრისას ერთი წლის გოგიტა აბაშიძის გარდაცვალების ფაქტს ფილოლოგიის აკადემიური დოქტორი, სრული პროფესორი მამუკა ჭანტურაია.

პროფესორი პარალელს ნიკო ლორთქიფანიძის ნოველასთან, „ტრაგედია უგმიროდ" ავლებს და აღნიშნავს,  რომ აჭარაში მომხდარი ტრაგედია გარკვეულწილად, მოქალაქეების ერთმანეთის მიმართ გულგრილმა დამოკიდებულებამ გამოიწვია.

”ეს ნოველა აჭარაში ამას წინათ დატრიალებულმა უბედურმა შემთხვევამ გაგვახსენა. შიმშილით გარდაიცვალა ერთი წლის ბავშვი.

ამ გაუგონარმა ამბავმა აღაშფოთა საქართველო, გაიმართა საპროტესტო მიტინგები, მანიფესტაციები, მაგრამ რაღა დროს და რაც მთავარია ვის წინააღმდეგ? საკუთარი გულგრილობის ხომ არა? ნუთუ სოკოებივით ასე მომრავლებულ ამდენ არასამთავრობო ორგანიზაციებიდან არავის გასჩენია სურვილი, უფრო კარგად შეესრულებინა დაკისრებული მოვალეობა. ისმის ტრადიციული კითხვები: ვინ არის დამნაშავე? ვინ უნდა დაისაჯოს? და ა.შ. პასუხი არ ჩანს! იქნებ მთელი საზოგადოება? ყველას გვეკისრება მორალური პასუხისმგებლობა. სად იყო მასმედია? მეზობლები? და ა. შ. არ ვიცი, ვინ სად იყო, ვის რა დონეზე ეკისრება პასუხისმგებლობა. ალბათ თითოეულ ჩვენთაგანს. მე ერთი რამ ვიცი, 21-ე საუკუნეში ადამიანები შიმშილით არ უნდა იხოცებოდნენ, ეს ერისა და თუ გნებავთ მთელი კაცობრიობის სირცხვილია...

მოქალაქეებმა ახლა მაინც თვალი უნდა გაუსწორონ სინამდვილეს და დაგმონ ერთმანეთის მიმართ ის უგულო დამოკიდებულება, აქამდე გულში რომ აქვთ ჩადებული. ალბათ ეს თუ გვიშველის...” - განმარტა ჭანტურაიამ.

                                                                                                                       მირანდა ჭარხალაშვილი

მსგავსი სიახლეები

სოციალური ქსელი

ეხლა დაეწყვნენ ის მწერლები... და ბოდიში მოუხადონ საზოგადოებას ე.წ. მწერალ ზვიად რატიანის გამო - ნიკოლოზ მჟავანაძე ყოველთვის, როცა დაკავებული მტყუანია და იგინება, პოლიციელების სამხრე კამერები გამართულად მუშაობს - კახა კუკავა საპოლიციო პრაქტიკასა და ზვიად რატიანზე პირი, რომელსაც აქვს თავშეკავების ვალდებულება, თავს ვერ იკავებს და იგინება. ეს პირი არის პრემიერი... - ირაკლი ტაბლიაშვილი ვიღაც მუდრეგს "ზევიდან" ოთო აბესაძის ულამაზეს ცოლზე ჰქონდა თვალი დადგმული! - ლალი მოროშკინა ბატონო ირაკლი, თქვენ რომელი სახელმწიფოს პარლამენტის თავმჯდომარე ხართ? - ხათუნა ხოფერია კობახიძეს მიმართავს ქართველი ერი ტრაგედიების სიმბოლოდ იქცა... - მამა პეტრე კოლხი

გამოკითხვა

ვალუტა

  • 2.55
  • 3.11
  • 3.5
  • 0.05
  • 0.67
  • 1.5