კახი კალაძე თურქი ბიზნესმენის მის მოადგილედ დანიშვნას საპირველაპრილო ხუმრობად თვლის

ორშაბათი, 01 აპრილი, 2013 - 13:47

ენერგეტიკის მინისტრი კახა კალაძე მის მოადგილედ თურქი ბიზნესმენის დანიშვნას უარყოფს. ამის შესახებ ჟურნალისტებს მან ბათუმში სანაპირო ზოლის რეაბილიტაციის დათვალიერებისას განუცხადა.

 მინისტრი ამბობს, რომ ორჰან ბოსკანს, რომელიც მის სავარუდო მოადგილედ სახელდება, საერთოდ არ იცნობს. კალაძის თქმით, ეს იმდენად დიდი სისულელეა, რომ შეიძლება საპირველაპრილო ხუმრობაც იყოს.

 გაზეთი „რეზონანსი“ თურქულ გამოცემა „მოლიეთზე“ დაყრდნობით აქვეყნებს სტატიას, რომლის მიხედვითაც, თურქი ბიზნესმენი, რომელიც 2008 წლის ომის დროს აჭარის ოკუპაციას ითხოვდა, კალაძის მოადგილედ ინიშნება.

მსგავსი სიახლეები

სოციალური ქსელი

გამოკითხვა

ვის ისურვებდით დედაქალაქის მერად

ვალუტა

  • 2.48
  • 2.93
  • 3.3
  • 0.04
  • 0.68
  • 1.46