"რეზონანსის" ცნობით, კალაძის მოადგილედ თურქი ბიზნესმენი ინიშნება

ორშაბათი, 01 აპრილი, 2013 - 11:44

“თურქი ბიზნესმენი, რომელიც 2008 წლის ომის დროს აჭარის ოკუპაციას ითხოვდა, კალაძის მოადგილედ ინიშნება”, - ამ სათაურით სტატიას გაზეთი „რეზონანსი“ აქვეყნებს ერთ-ერთ თურქულ გამოცემაზე დაყრდნობით.

 სტატიაში წერია, რომ ენერგეტიკის მინისტრის სავარუდო მოადგილე თურქი ბიზნესმენი და ინჟინერი, ჰესების მშენებელი ორჰან ბოსკანი 2008 წლის ომის დროს აქტიურად ითხოვდა თურქეთის ჩართვას საქართველო-რუსეთის ომში და აჭარაში თურქული ჯარის ნაწილების შესვლას.

 თურქული გამოცემა "მოლიეთი"-ს ცნობით, ბოსკანი საპარლამენტო არჩევნების წინ საქართველოში იმყოფებოდა და წინასაარჩევნო კამპანიაშიც ეხმარებოდა კალაძეს. გაზეთი კალაძისა და ბოსკანის ფოტოებსაც აქვეყნებს.

 „რეზონანსის“ ცნობით, ბოსკანთან მეგობრობრობა კალაძემ ენერგეტიკის სფეროში არსებული ბიზნესიდან დაიწყო. ხოლო მას შემდეგ, რაც კალაძე ენერგეტიკის მინისტრად დაინიშნა კომპანია "კალა კაპიტალს" ენერგეტიკულ სფეროში ჩადებული აქციები იმ კომპანიაზე გასხვისდა, რომლის დამფუძნებლად სწორედ ორჰან ბოსკანი სახელდება.

 ამასთან „რეზონანსი“ წერს, რომ ბოსკანი 2011 წელს ჩაბმული იყო იმ პროექტში, რომელიც მტკვრის სათავეში ჰიდროელექტროსადგურთა კასკადის - "ბეშიქ ჰაიას" მშენებლობას ითვალისწინებდა.

 „ამ პროექტით თურქეთის პროვინცია არდაგანში, სადაც მტკვარი იღებს სათავეს, უნდა აშენებულიყო ჰიდროელექტროსადგურთა კასკადი და იმისთვის, რომ მტკვრის რესურსი მაქსიმალურად ყოფილიყო გამოყენებული, მდინარის კალაპოტის შეცვლაც იგეგმებოდა. ამ პროექტით მტკვარი საქართველოში წამოსვლის ნაცვლად თურქეთის ტერიტორიაზე გაივლიდა და კასპიის ზღვის ნაცვლად შავ ზღვაში ჩავიდოდა“,- წერს გაზეთი და აღნიშნავს, რომ ამ პროექტს 2011 წელს დიდი ხმაური და კრიტიკა მოჰყვა.

 „ეკოლოგები ამ პროექტის განხორცილების შემთხვევაში კლიმატის მკვეთრ ცვლილებას და საერთოდ ქვეყნის ეკოლოგიურ კატასტროფასაც კი პროგნოზირებდნენ“,- წერს „რეზონანსი“.

 

მსგავსი სიახლეები

სოციალური ქსელი

იყავით უშიშარნი ვითარცა უხორცო!!! პირველ დარტყმას პირადად მე ავიღებ ჩემს თავზე!!! - სანდრო ბრეგაძე მიდით დაგვარბიეთ და რა ტურასაც დაიჭერთ, მერე ვნახოთ - რამაზ გაგნიძე ამერიკის საელჩოსა და მთავრობას შორის შეთანხმევაზე ავრცელებს ინფორმაციას რამდენი რამის თქმა მსურს იმ ადამიანების გასაგონად, ვისაც ერთხელ მაინც არ ჰქონია განცდა საკუთარი ცოდვისა... - პეტრე კოლხი ამ ქათმებს საერთოდ წარმოდგენა აქვთ, რას ნიშნავს კონსტიტუციური მონარქია - სულა სულაშვილი ივანიშვილის გარეშე დიდხანს ვერ დარჩებიან ხელისუფლებაში, მაგრამ ბევრის გაფუჭებას მოასწრებენ - მამუკა გამყრელიძე საჯაროდ გპირდები, ძალიან მალე ეს ქვეყანა შენგან გათავისუფლდება!!!! - ელისო კილაძე

გამოკითხვა

ვის ისურვებდით დედაქალაქის მერად

ვალუტა

  • 2.4
  • 2.79
  • 3.13
  • 0.04
  • 0.67
  • 1.41