სახალხო დამცველმა პარლამენტში ანგარიში წარადგინა

ორშაბათი, 01 აპრილი, 2013 - 13:25

საქართველოს სახალხო დამცველმა უჩა ნანუაშვილმა საქართველოს პარლამენტს წარუდგინა ანგარიში 2012 წელს საქართველოში ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა დაცვის მდგომარეობის შესახებ.

ანგარიში ეხება უფლებათა და თავისუფლებათა ფართო სპექტრს და მიმოიხილავს სამოქალაქო-პოლიტიკურ, ეკონომიკურ, სოციალურ და კულტურულ უფლებათა დაცვის ძირითად ტენდენციებს საქართველოში. 

ანგარიშის დიდი ნაწილი ეთმობა პრევენციის ეროვნული მექანიზმის ფარგლებში საქართველოს სასჯელაღსრულების დაწესებულებებში, დროებითი მოთავსების იზოლატორებსა და პოლიციის სამმართველოებში, ფსიქიატრიული დაწესებულებებში, შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა დაწესებულებებში და მცირე საოჯახო ტიპის ბავშვთა სახლებში განხორციელებული მონიტორინგის შედეგების ანალიზს. 

ანგარიშში დეტალურად არის საუბარი საქართველოში წინასაარჩევნო პერიოდში განვითარებულ მოვლენებზე და გაანალიზებულია სხვადასხვა ხასიათის უფლებადარღვევები. 

ანგარიში მნიშვნელოვან ადგილს უთმობს საქართველოს სახალხო დამცველის ინიციატივით შესწავლილი, მაღალი საზოგადოებრივი ინტერესის მქონე, გახმაურებული სისხლის სამართლის საქმეების გამოძიებაში გამოვლენილ პროცესუალურ დარღვევებს. კერძოდ, მოყვანილია თენგიზ გუნავას, ბაჩანა ახალაიას, გიორგი კალანდაძის, დავით ახალაიას და სხვა პირთა საქმეები, რომელთა შესახებ საკუთარი რეკომენდაციები საქართველოს სახალხო დამცველმა უკვე გადაუგზავნა საქართველოს მთავარ პროკურატურას.

ანგარიშში დიდი ადგილი ეთმობა ქვეყანაში ქალთა უფლებრივ მდგომარეობას, მათ ჩართულობას პოლიტიკურ პროცესებში, ასევე ტრადიციულად მოცემულია ოჯახში ძალადობის კუთხით არსებული მდგომარეობაც.

საანგარიშო პერიოდი გამოირჩეოდა შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების დასაცავად სახელმწიფოს მიერ რიგი ღონისძიებების გატარებით, რაც წინა წლებთან შედარებით პოზიტიური ტენდენციაა.

ზემოთხსენებული და სხვა მრავალი მოსაზრება იყო წარმოდგენილი წლევანდელ ანგარიშში.

ტრადიციისამებრ ანგარიშში წარმოდგენილია საქართველოს სახალხო დამცველის მოსაზრებები, წინადადებები და რეკომენდაციები საკანონმდებლო, აღმასრულებელი და სასამართლო ხელისუფლების ორგანოებისადმი, რომელთა მიზანიც ამ ანგარიშში აღწერილი დარღვეული უფლებების აღდგენა და უფლებადარღვევების პრევენციაა.

 

მსგავსი სიახლეები

სოციალური ქსელი

იყავით უშიშარნი ვითარცა უხორცო!!! პირველ დარტყმას პირადად მე ავიღებ ჩემს თავზე!!! - სანდრო ბრეგაძე მიდით დაგვარბიეთ და რა ტურასაც დაიჭერთ, მერე ვნახოთ - რამაზ გაგნიძე ამერიკის საელჩოსა და მთავრობას შორის შეთანხმევაზე ავრცელებს ინფორმაციას რამდენი რამის თქმა მსურს იმ ადამიანების გასაგონად, ვისაც ერთხელ მაინც არ ჰქონია განცდა საკუთარი ცოდვისა... - პეტრე კოლხი ამ ქათმებს საერთოდ წარმოდგენა აქვთ, რას ნიშნავს კონსტიტუციური მონარქია - სულა სულაშვილი ივანიშვილის გარეშე დიდხანს ვერ დარჩებიან ხელისუფლებაში, მაგრამ ბევრის გაფუჭებას მოასწრებენ - მამუკა გამყრელიძე საჯაროდ გპირდები, ძალიან მალე ეს ქვეყანა შენგან გათავისუფლდება!!!! - ელისო კილაძე

გამოკითხვა

ვის ისურვებდით დედაქალაქის მერად

ვალუტა

  • 2.4
  • 2.79
  • 3.13
  • 0.04
  • 0.67
  • 1.41