თმების გაზრდის დაჩქარება ადვილი შესაძლებელია

ორშაბათი, 01 აპრილი, 2013 - 13:21

დასუსტებული თმები ძალიან ნელა იზრდება, ამიტომაც პირველ რიგში, საჭიროა მათი გაძლიერება. ამ საქმეში შეუცვლელია ხახვი. ხახვის შემცველობაში შედის იგივე ნივთიერებები, რაც გვხვდება თმის მიკროელემენტებში, კონკრეტულად - გოგირდი და ფოსფორი.

ამის წყალობით, ხახვის წვენი ეხმარება თმის სტრუქტურის აღდგენაში, ხელს უშლის მათ ცვენასა და ქერტლის წარმოქმნას.

თმების მასტიმულირებელი ნიღაბის მოსამზადებლად საჭიროა, 1 სუფრის კოვზი ხახვის წვენი გავურიოთ 2 სუფრის კოვზ არაყს და დავუმატოთ 3 სუფრის კოვზი ბირკავას ზეთი. მიღებული ნაზავი წაისვით თმის ძირებზე და დაელოდეთ 40 წუთი. ეფექტის გასაძლიერებლად სასურველია თმის პირსახოცით შეხვევა. თმების გამოკვება ამ ხერხით საჭიროა კვირაში 2 ჯერ. უკვე ორი პროცედურის შემდეგ შეამჩნევთ დადებით ცვლილებებს - თმები გახდება ელასტიური, ბრწყინვალე და შეწყვეტენ ცვენას.

კიდევ ერთი მოქმედი რეცეპტი - შეურიეთ ხახვის წვენი მაწონს თქვენთვის სასურველი პროპორციით და მიღებული ნარევი წაისვით თმებზე დაბანამდე 30 წუთით ადრე. ეს არა მარტო გაზრდის თმების ზრდის სისწრაფეს, არამედ დაგეხმარებათ ქერტლის მოშორებისგან.

ფაფასავით დანაწევრებული ხახვი გაახვიეთ რამდენიმეფენიან მარლაში და წვენი შეიზილეთ თავის კანზე. ეს მარტივი მეთოდი აჩქარებს თმების ზრდას.

რაც არ უნდა უცნაური იყოს, ერთ-ერთი ყველაზე ეფექტური საშუალება თმების ზრდის ასასწრაფერბლად არის სუფრის მარილი. თუ შეიზელთ მას თმის ძირებში ღამით,  გარკვეული დროის შემდეგ თმები გახდება ბრწყინვალე, გამოცოცხლებული და დაიწყებს სწრაფად ზრდას.

ხახვის, მარილისა და თაფლის ნაზავისგან დამზადებული ნიღაბი ძალიან კარგად აძლიერებს თმას. მის მოსამზადებლად საჭიროა 100 გრამი გატარებული ხახვი, 1 სუფრის კოვზი თაფლი და მარილი. ეს ყველაფერი აურიეთ იმდენს ხანს, სანამ ერთი მასა არ გახდება და დატოვეთ 2-3 საათით, შემდეგ კი შეიზილეთ თავის კანზე.

დამატებით საკვებს თმებისათვის წარმოადგენენ მცენარეები. თუ თმებს დაიბანთ მცენარეული ნახარშებით, მაშინ მათი მდგომარეობა საგრძნობლად გაუმჯობესდება. ჭინჭრის ფოთლები და ვირისტერფა, გვირილა და ოროვანდის ფესვები, ბეგქონდარა და ტირიფის ქერქი - შესანიშნავად შეესაბამება ამ მიზანს.

 

მსგავსი სიახლეები

სოციალური ქსელი

გამოკითხვა

ვალუტა

  • 2.73
  • 3.22
  • 3.61
  • 0.05
  • 0.7
  • 1.61