პროკურატურა საარჩევნო ოლქებში წარდგენილი კანდიდატების დაბარებისგან თავს შეიკავებს

ორშაბათი, 01 აპრილი, 2013 - 13:08

პროკურატურა მომხრეა შუალედური არჩევნები თავისუფალ და სამართლიან გარემოში ჩატარდეს, ამიტომ უწყებათაშორისი კომისიის რამდენიმე რეკომენდაციას გაიზიარებს - ამის შესახებ იუსტიციის მინისტრის მოადგილემ დავით ჯანდიერმა უწყებათაშორისი კომისიის სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა. კომისია შუალედური არჩევნების ჩატარებამდე, პარტიების მიერ წარდგენილი კანდიდატებისა და აქტივისტების მიმართ საგამოძიებო მოქმედებების გადადების რეკომენდაციით გამოდის.

ჯანდიერის თქმით, პროკურატურა საარჩევნო ოლქებში წარდგენილი კანდიდატების დაბარებისგან თავს შეიკავებს, გარდა საპროცედურო ვადების გამო წარმოქმნილი აუცილებელი შემთხვევებისა. (უკვე ჩანიშნული წინასასამართლო სხდომა, ან მაღალი საზოგადოებრივი ინტერესი საქმის მიმართ). პროკურატურას პოლიტიკურმა პარტიებმა ამისთვის წარდგენილი კანდიდატების სია უნდა მიაწოდონ.

აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით უწყებათაშორისი კომისიის შეხვედრაზე იმსჯელეს.

 

 

მსგავსი სიახლეები

სოციალური ქსელი

ეხლა დაეწყვნენ ის მწერლები... და ბოდიში მოუხადონ საზოგადოებას ე.წ. მწერალ ზვიად რატიანის გამო - ნიკოლოზ მჟავანაძე ყოველთვის, როცა დაკავებული მტყუანია და იგინება, პოლიციელების სამხრე კამერები გამართულად მუშაობს - კახა კუკავა საპოლიციო პრაქტიკასა და ზვიად რატიანზე პირი, რომელსაც აქვს თავშეკავების ვალდებულება, თავს ვერ იკავებს და იგინება. ეს პირი არის პრემიერი... - ირაკლი ტაბლიაშვილი ვიღაც მუდრეგს "ზევიდან" ოთო აბესაძის ულამაზეს ცოლზე ჰქონდა თვალი დადგმული! - ლალი მოროშკინა ბატონო ირაკლი, თქვენ რომელი სახელმწიფოს პარლამენტის თავმჯდომარე ხართ? - ხათუნა ხოფერია კობახიძეს მიმართავს ქართველი ერი ტრაგედიების სიმბოლოდ იქცა... - მამა პეტრე კოლხი

გამოკითხვა

ვალუტა

  • 2.47
  • 3.03
  • 3.43
  • 0.04
  • 0.65
  • 1.45