საპატრიარქო 25 მილიონი ლარის განკარგვასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს

ორშაბათი, 01 აპრილი, 2013 - 12:49

საპატრიარქო სახელმწიფო ბიუჯეტიდან მიღებული 25 მილიონი ლარის განკარგვასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს და იქვე აღნიშნულია, რომ სხვადასხვა საინფორმაციო საშუალებებით რამდენიმე დღე მიმდინარეობდა მსჯელობა სახელმწიფოს მხრიდან 25 მილიონი ლარით საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის დაფინანსების შესახებ და იყო მცდელობა იმისა, რომ საზოგადოებას უარყოფითი განწყობა შექმნოდა ამ თანხის გამოყოფის გამო:

"1.საერთოდ, სახელმწიფოს მხრიდან რელიგიური გაერთიანებების პრდაპირი ან ირიბი (ხელფასები სასულიერო პირებისათვის, ზრუნვა მათ საყოფაცხოვრებო პირობებზე, გრანტები, ფინანსური შეღავათები და სხვ.) დაფინანსება ჩვეულებრივი პრაქტიკაა დემოკრატიული ქვეყნების და, მათ შორის, ევრო კავშირის წევრ სახელმწიფოებისთვის. ამასთან, ამ მიზნით იქ გაცილებით დიდი ფინანსები გაიცემა და ეს ხდება, მიუხედავად იმისა, რომ დასავლეთ ევროპაში არც აგრესიულ ათეიზმს და არც კომუნისტურ ეპოქას ადგილი არ ჰქონია.

2. 2002 წლის 14 ოქტომბერს, საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიისა და სახელმწიფოს შორის გაფორმებული კონსტიტუციური შეთანხმებით (XI მუხლი), სახელმწიფო აღიარებს XIX და განსაკუთრებით XX საუკუნეში, კომუნისტური რეპრესიების დროს, ეკლესიისთვის მიყენებული ზარალის ანაზღაურების ვალდებულებას.

ჩვენის მხრიდანაც არა ერთხელ იქნა განმარტებული, რომ საპატრიარქო სახელმწიფოსგან თანხას სწორედ ამ სახით იღებს. ამდენად იგი არ წარმოადგენს დახმარებას, როგორც ეს გაფორმდა წინა ხელისუფლების მიერ, არამედ, _ მიყენებული ზარალის ნაწილობრივ ანაზღაურებას; ვიმედოვნებთ, ხელისუფლება მომავალში სწორედ ამ ფორმულირებას მიანიჭებს მას.

3. მიუხედავად იმისა, რომ ეს თანხა არ არის მიზნობრივი და მის განკარგვაში ეკლესია თავისუფალია, ჩვენ, გავითვალისწინეთ რა ქვეყანაში არსებული მდგომარეობა, არ მოვიხმარეთ იგი საკუთარი საჭიროებისათვის (თუმცა სოფლად, განსაკუთრებით მთის რეგიონში, მოღვაწე სასულიერო პირების შემოსავალი მეტად მწირია, ასევე საპატრიარქოს თანამშრომლების ხელფასებიც მიზერული, _ 180 ლარიდან 220 ლარამდე) და ვამჯობინეთ გადასახადის გადამხდელთა თანხები, ჩვენის აზრით, მეტად მნიშვნელოვანი ორი მიმართულებით, - სოციალური და საგანმანათლებლო საქმიანობით, _ ისევ ხალხისთვის დაგვებრუნებინა.

4. რატომღაც იქმნება შთაბეჭდილება, თითქოს ეკლესია ასაიდუმლოებს 25 000 000 ლარის განკარგვას, მაშინ, როდესაც დაინტერესებულ პირთ ისედაც შეუძლიათ მასალა იხილონ ფინანსთა სამინისტროს ვებ-გვერდზე.

შევნიშნავთ იმასაც, რომ ფული ხელზე არავის მიეცემა, არამედ ერიცხებათ კონკრეტული დანიშნულებით, ნაწილ-ნაწილ, წინასწარ გაწერილი გეგმის მიხედვით და ეს პროცესი სახელმწიფოს მხრიდან კონტროლდება.

5. სულ საქართველოს სამოციქულო მართლმადიდებელ ეკლესიასთან არსებულ 90-მდე სასწავლო დაწესებულებაში 17 918 მოსწავლეა, რომელთაგან 856 მუდმივად ცხოვრობს პანსიონში, 525 ბავშვთა სახლებშია, 130 მოხუცებულთა თავშესაფარში, ამათ ყველას 2119 თანამშრომელი ემსახურება, რომელთგან 1364 პედაგოგია.

თუ გავითვალისწინებთ, რომ, ხელფასების გარდა, ეკლესიამ უნდა უზრუნველყოს სათანადო შენობების აგება, მათი კეთილმოწყობა და მოვლა-პატრონობა, კომუნალური ხარჯების დაფარვა და სათანადო კვება, ბუნებრივია, რომ გამოყოფილი თანხა ამას არ ეყოფა და არც ყოფნის. ამიტომაც რიგი სასწავლებლები მხოლოდ ნაწილობრივ ფინანსდება და ისინი იძულებულნი არიან, შემოსავლის სხვა წყაროები მოიძიონ.

6. წარმოგიდგენთ 25 000 000 ლარის განაწილების ცხრილს:

2013 წელს საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტიდან დაფინანსებული საპატრიარქოს ორგანიზაციების სია:

1 გელათის სასულიერო აკადემია, ქუთაისის სასულიერო სასწავლებელი, ქუთაისის სასულიერო სემინარია 500000

ახალციხის სასულიერო სემინარია 400000

2 მ.შ. სასულიერო სემინარია საფარაში

3 სამრევლო სკოლები: ასპინძაში

4 ვალეში

5 სოფ. უდეში

6 სოფ. არალი

7 სოფ. ივლიტი

8 სოფ. ბენარი

9 სოფ. მოხი

10 გელათის მეცნიერებათა აკადემია 130000

თბილისის სასულიერო აკადემია და სემინარია 2563700

11 მ.შ. სასულიერო აკადემია-სემინარია

12 საღვთისმეტყველო ინსტიტუტი

13 საქართველოს საპატრიარქოს წმ.ილია მართლის სახ. თბილისის სკოლა 236000

ა(ა)იპ – მესტიის ქრისტიანული განათლების ცენტრი 360000

14 მ.შ. ქრისტიანული კულტურის ცენტრი

15 გიმნაზია

16 საქ. ნიკო ბაგრატიონის (ნიკო ბურის) კავშირი (ნიკო ბაგრატიონის სახელობის თავად-აზნაურთა სკოლა-ლიცეუმი) (თბილისში) 83000

17 ა(ა)იპ საქართველოს საპატრიარქოს წმ. მიტროპოლიტ ნაზარი ლეჟავას სახელობის სამტრედიის მართლმადიდებლური სკოლა 290000

18 ა(ა)იპ საქართველოს საპატრიარქოს წმიდა კეთილმსახური მეფე თამარის სახ. სკოლა-პანსიონი (თბილისში) 560000

19 ა(ა)იპ ალავერდის ეპარქიასთან არსებული წმიდა ბიძინა, შალვა და ელიზბარის სახელობის ზოგადსაგანმანათლებლო სკოლა 180000

20 ა(ა)იპ საქართველოს საპატრიარქოს წმიდა ამბროსი ხელაიას სახ. ზოგადსაგანმანათლებლო სკოლა (მარტვილში) (სკოლა-პანსიონი) 450000

21 ა(ა)იპ წმიდა გაბრიელ ეპისკოპოსის სახ. წყალტუბოს სასულიერო გიმნაზია 190000

22 ა(ა)იპ ჩოხატაურის ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის სახ. სამრევლო სკოლა (ზოგადსაგანმანათლებლო სკოლა) 166500

23 ა(ა)იპ საქართველოს საპატრიარქოს წმიდა იოანე ბოლნელის სახ. სკოლა (ბოლნისში) 150000

24 ა(ა)იპ წმინდა ექვთიმე და გიორგი მთაწმიდელების სახ. მართლმადიდებლური ზოგადსაგანმანათლებლო საშ. სკოლა (თბილისში) 640000

25 ა(ა)იპ საქართველოს საპატრიარქოსთან არსებული მოძრაობა დავითიანნი 180000

26 ა(ა)იპ ”წმინდა ნინოს სახელობის საირხის სასულიერო სკოლა-პანსიონი” (საჩხერის რ-ნ) 330000

27 ა(ა)იპ ”წმინდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის ჭიათურის მართლმადიდებლური სკოლა” 320000

28 ა(ა)იპ წმინდა ილია მართლის სახელობის ყვარლის გიმნაზია 250000

29 ა(ა)იპ საქართველოს საპატრიარქოს წმიდა ნინოს სახ. სამრევლო სკოლა (ოზურგეთში) 130000

30 ა(ა)იპ საქართველოს საპატრიარქოს ლანჩხუთის წმიდა იოანე ნათლოსმცემლის სახელობის სასულიერო გიმნაზია 170000

31 ა(ა)იპ საქართველოს საპატრიარქოს ზუგდიდის წმ.გიორგის სახ. გიმნაზია 220000

32 ა(ა)იპ სტეფანწმიდის წმინდა ილია მართლის სახ. გიმნაზია-პანსიონი 420000

33 ა(ა)იპ ყვარლის წმ. აბიბოს ნეკრესელის სახ. სასულიერო სემინარია (ყვარელში) 320000

34 ა(ა)იპ საქართველოს საპატრიარქოს წმიდა თამარ მეფის სახელობის სასწავლო უნივერსიტეტი (სამედიცინო) (თბილისში) 470000

35 ა(ა)იპ საქართველოს საპატრიარქოს წმინდა ნინოს სახ. მართლმადიდებლური სკოლა (თბილისში) 64000

36 ა(ა)იპ საქართველოს საპატრიარქოს საქველმოქმედო ფონდი ლაზარე 160800

37 ა(ა)იპ წმინდა ალექსანდრე ოქროპირიძის სახ. სკოლა (ნიქოზში) 130000

ა(ა)იპ ცაგერისა და ლენტეხის საგანმანათლებლო და კულტურულ-გამაჯანსაღებელი ცენტრი 290000

38 გიმნაზიები: ცაგერში

39 ლენტეხში

40 სემინარია

41 საღვთისმეტყველო ინსტიტუტი

42 ა(ა)იპ მცხეთის წმინდა ათორმეტ მოციქულთა სახელობის მართლმადიდებლური საშუალო სკოლა 115000

ა(ა)იპ სულიერებისა და კულტურის ცენტრი (გორში) 200000

43 მ.შ. გიმნაზია გორში

44 საბავშვო ბაგა-ბაღი

45 კულტურისა და სულიერების ცენტრი

46 კასპის სამრევლო სკოლა

47 სობისის სამრევლო სკოლა

48 უპოვართა სასადილო კარალეთში

49 უმწეოთა თავშესაფარი

50 ა(ა)იპ წმინდა მეფე ვახტანგ გორგასლის სახელობის სკოლა-ინტერნატი (დედოფლისწყაროში) 140000

51 ა(ა)იპ საქართველოს საპატრიარქოს წმიდა გაბრიელ ეპისკოპოსის სახელობის სამრევლო სკოლა (ოზურგეთი) 180000

52 ა(ა)იპ წმინდა ალექსი შუშანიას სახელობის მართლმადიდებლური სკოლა-გიმნაზია (სენაკში) 150000

53 ა(ა)იპ რუსთავისა და მარნეულის ეპარქიასთან არსებული სახელობო სკოლა 50000

54 ა(ა)იპ წმიდა ექვთიმე ღვთისკაცის სახელობის პროფესიული საგანმანათლებლო კოლეჯი (თბილისში) 444100

55 ა(ა)იპ საქართველოს საპატრიარქოს ურბნისისა და რუისის ეპარქიის ქარელის წმ.გიორგი მთაწმინდელის სახ. გიმნაზია 193000

56 ა(ა)იპ საქართველოს საპატრიარქოს დიმიტრი ყიფიანის სახელობის სკოლა-პანსიონი (ხაშურში) 150000

57 ა(ა)იპ საქართველოს საპატრიაროსთან არსებული წმ. კვირიკესა და ივლიტას სახელობის დედათა და ბავშვთა თავშესაფარი (წავკისში) 120000

58 ა(ა)იპ საქართველოს საპატრიარქოს წმინდა მოციქულთა სწორის ნინო ქართველთგანმანათლებლის სახელობის ვანის მართლმადიდებლური გიმნაზია 175000

ა(ა)იპ თიანეთისა და ფშავ-ხევსურეთის ეპარქიის განვითარების ფონდი 57000

59 სამრევლო სკოლა თიანეთში

60 სამრევლო სკოლა შატილში

61 ა(ა)იპ ქართული საგალობლისა და სიმღერის საერთაშორისო ცენტრი 100000

სრულიად საქართველოს საპატრიარქო 783100

62 მ.შ. დასავლეთ ევროპის ეპარქიის განათლების ცენტრი (11 სამრევლო სკოლა ევროპის სხვადასხვა ქვეყანაში)

63 საპატრიარქოს განათლების ცენტრი

ა(ა)იპ საქართველოს საპატრიარქოს გიორგი მთაწმინდელის სახელობის სასწავლო უნივერსიტეტი (მგალობელთა და ლოტბართა) (თბილისში) 762100

64 მ.შ. სასწავლო უნივერსიტეტი

65 საპატრიარქოს სამრევლო სკოლა

66 სამების ტაძრის მგალობელთა გუნდი

67 ა(ა)იპ საქართველოს საპატრიარქოს დეკორატიული მებაღეობის საზოგადოებრივი კოლეჯი (თბილისში) 281000

68 ა(ა)იპ საქართველოს საპატრიარქოსთან არსებული ახალგაზრდობის სულიერი და ინტელექტუალური განვითარების ცენტრი 150000

69 ა(ა)იპ საქართველოს საპატრიარქოს ფერისცვალების დედათა მონასტერთან არსებული მოწყალების ცენტრი 50000

70 ა(ა)იპ "საქართველოს საპატრიარქოს კახათის წმიდა გიორგის სახელობის სასულიერო გიმნაზია" (ზუგდიდის რ-ნ) 70000

71 ა(ა)იპ "საქართველოს მართლმადიდებელ ეკლესიათან არსებული ქრისტიანული კვლევის საერთაშორისო ცენტრი" 70000

საქართველოს საპატრიარქოს წმინდა სიმონ კანანელის სახელობის სასულიერო სწავლების ცენტრისათვის გადასაცემი გრანტი 1244400

72 მ.შ. მზრუნველობამოკლებულ ბავშვთა სახლი ზესტაფონში

73 საბავშვო ბაგა-ბაღი ზესტაფონში

74 გიმნაზია ხარაგაული

ა(ა)იპ – ბათუმისა და ლაზეთის ეპარქიის საგანმანათლებლო ცენტრისათვის გადასაცემი გრანტი 1858000

75 მ.შ. მზრუნველობამოკლებულ ბავშვთა გიმნაზია-პანსიონი (ბავშვთა სახლი)

76 გიმნაზიები: ბათუმში

77 ჩაქვში

78 ქობულეთში

79 სემინარია ბათუმში

80 საბავშვო ბაღები: ბათუმში

81 ქობულეთში

82 ჩაქვში

83 მართლმადიდებლური ცენტრი ქობულეთში

84 საზაფხულო ბანაკი ქობულეთში

85 საქართველოს საპატრიარქოს წმიდა ნინოს სახელობის ობოლ, უპატრონო და მზრუნველობამოკლებულ ბავშვთა პანსიონატისათვის გადასაცემი გრანტი (ჯავახეთში) 958400

86 საქართველოს საპატრიარქოს ბათუმის წმინდა მოწამე ეკატერინეს სახელობის სათნოების სავანისათვის გადასაცემი გრანტი (მოხუცთა თავშესაფარი) 260800

საქართველოს საპატრიარქოს წმინდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის სასულიერო სწავლების ცენტრისათვის გადასაცემი გრანტი (ხულოში) 446900

87 მ.შ. გიმნაზიები: ხულოში

88 ხიჭაურში

89 საბავშვო ბაღი ხულოში

წმინდა გიორგი მთაწმინდელის მონასტერთან არსებული სარეაბილიტაციო ცენტრისათვის გადასაცემი გრანტი 230000

90 მ.შ. ძეგვის ბავშვთა სახლი

91 ბედიანის ბავშვთა სახლი

92 საქართველოს საპატრიარქოს წმინდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის ქართული უნივერსიტეტისათვის გადასაცემი გრანტი (თბილისში) 2000100

93 საქართველოს საპატრიარქოს ა(ა)იპ – ტბელ აბუსერისძის სახელობის უნივერსიტეტისათვის გადასაცემი გრანტი (ზემო აჭარაში) 1354000

94 ა(ა)იპ – სმენადაქვეითებულ ბავშვთა რეაბილიტაციის და ადაპტაციის ცენტრისათვის გადასაცემი გრანტი (ბათუმში) 100000

95 საქართველოს საპატრიარქოს ტელევიზიის სუბსიდირების ღონისძიებები 800000

ა(ა)იპ – ახალქალაქისა და კუმურდოს ეპარქიის სასწავლო ცენტრისთვის გადასაცემი გრანტი 500000

96 მ.შ. სახელობო სასწავლებელი

97 საღვთისმეტყველო სასწავლებელი

ა(ა)იპ ფოთის საგანმანათლებლო და კულტურულ-გამაჯანსაღებელი ცენტრი 653100

98 მ.შ. სემინარია

99 გიმნაზია

100 ახალგაზრდული ცენტრი

ს უ ლ 25000000

7. ზემოთ აღნიშნული აქტიურობების გარდა და მწირი შემოსავლის მიუხედავად, ჩვენ არაერთ სხვა საქველმოქმედო საქმიანობასაც ვეწევით, მაგრამ სახარებისეული პრინციპიდან გამომდინარე, _ ,,მარჯვენამ არა იცოდეს, რასა იქმს მარცხენა," ხმაურს არასოდეს ვტეხდით; თუმცა, ბოლო დროინდელმა მოვლენებმა დაგვანახა, რომ ,,ზოგჯერ თქმა სჯობს არათქმასა."

8. და ბოლოს, კამპანია, რომელიც აგორდა მუსლიმურ ოჯახში დაბადებული გოგიტა აბაშიძის გარდაცვალების გამო, კარგია რომ საზოგადოებამ გაითავისა, მაგრამ შხამიანი ისრების დამიზნება, რატომღაც ძირითადად საპატრიარქოსთვის უნდოდათ.

საქართველოში ყველა ბუნებრივი პირობაა იმისათვის, რომ შიმშილით არც ბავშვი გარდაიცვალოს და არც მოხუცებული, არც სანაგვეში ეძებოს ვინმემ ლუკმა-პური. საყოველთაო გაჭირვების მიზეზი რომ ეკლესიისთვის გადმორიცხული და სახელმწიფო ბიუჯეტისთვის ,,დაკლებული" 25 მილიონი ლარი არ არის, ვგონებთ, ცხადზე ცხადია; ცხადია ისიც, რომ ეს ყველაფერი ეკლესიის წინააღმდეგ დაწყებული მორიგი შემოტევის ნაწილია, სამწუხაროდ, საზოგადოებრივი მაუწყებელი, როგორც ყოველთვის, ახლაც ,,მოწოდების სიმაღლეზე" აღმოჩნდა".

 

მსგავსი სიახლეები

სოციალური ქსელი

სააკაშვილს სიამოვნებით გავაწნავდი სილას მხოლოდ იმიტომ, რომ მან ქართველების ლიდერობა ირჩია - სულა სულაშვილი იყავით უშიშარნი ვითარცა უხორცო!!! პირველ დარტყმას პირადად მე ავიღებ ჩემს თავზე!!! - სანდრო ბრეგაძე მიდით დაგვარბიეთ და რა ტურასაც დაიჭერთ, მერე ვნახოთ - რამაზ გაგნიძე ამერიკის საელჩოსა და მთავრობას შორის შეთანხმევაზე ავრცელებს ინფორმაციას რამდენი რამის თქმა მსურს იმ ადამიანების გასაგონად, ვისაც ერთხელ მაინც არ ჰქონია განცდა საკუთარი ცოდვისა... - პეტრე კოლხი ამ ქათმებს საერთოდ წარმოდგენა აქვთ, რას ნიშნავს კონსტიტუციური მონარქია - სულა სულაშვილი ივანიშვილის გარეშე დიდხანს ვერ დარჩებიან ხელისუფლებაში, მაგრამ ბევრის გაფუჭებას მოასწრებენ - მამუკა გამყრელიძე

გამოკითხვა

ვის ისურვებდით დედაქალაქის მერად

ვალუტა

  • 2.39
  • 2.81
  • 3.08
  • 0.04
  • 0.68
  • 1.39