პირველკლასელთა რეგისტრაცია დღეს დაიწყო

ორშაბათი, 01 აპრილი, 2013 - 12:54

 საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო დღეიდან აცხადებს პირველკლასელთა რეგისტრაციას 2013-2014 სასწავლო წლისათვის. სკოლაში ბავშვის შეყვანა მშობელს 5 წლის ასაკიდან შეუძლია. ასაკთან დაკავშირებით არჩევანს მშობელი თავად აკეთებს.

რეგისტრაცია ონლაინ რეჟიმში განხორციელდება და 3 ეტაპად ჩატარდება:

1. სკოლაში ჩასარიცხად სსიპ განათლების მართვის საინფორმაციო სისტემის ვებგვერდზე 2013 წლის პირველი აპრილიდან 2013 წლის 19 აპრილის ჩათვლით რეგისტრირდებიან ის მოსწავლეები:

ა) ვისი და–ძმაც სწავლობს ამ სკოლაში;

ბ) ვისი მშობელიც სკოლის თანამშრომელია;

გ) ვისი ოჯახიდანაც ერთდროულად ორი ან მეტი ბავშვი შედის პირველ კლასში (ტყუპები, და–ძმები).

აღნიშნული მოსწავლეები ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებაში მოსწავლის ჩასარიცხად აუცილებელი დოკუმენტებს წარადგენენ 2013 წლის 20 აპრილიდან 2013 წლის 24 აპრილის ჩათვლით.

2. ის მოსწავლეები, რომლებიც ვერ დარეგისტრირდებიან 2013 წლის პირველი აპრილიდან 2013 წლის 19 აპრილის ჩათვლით სკოლაში ჩასარიცხად სსიპ განათლების მართვის საინფორმაციო სისტემის ვებგვერდზე რეგისტრაციას გაივლიან 2013 წლის პირველი მაისიდან 2013 წლის 20 ივნისის ჩათვლით. ხოლო, ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებაში მოსწავლის ჩასარიცხად აუცილებელი დოკუმენტებს წარადგენენ 2013 წლის 21 ივნისიდან 2013 წლის 3 ივლისის ჩათვლით.

3. 2013 წლის 21 ივნისიდან 2013 წლის 3 ივლისის ჩათვლით მოსწავლის მშობლის/კანონიერი წარმომადგენლის მიერ მოსწავლის ჩასარიცხად აუცილებელი დოკუმენტების ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებაში წარუდგენლობის საფუძველზე ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებში განთავისუფლებულ ადგილებზე მოსწავლის რეგისტრაციისა და ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებაში მოსწავლის ჩასარიცხად აუცილებელი დოკუმენტების წარდგენის ვადად განსაზღვრულია 2013 წლის 10 ივლისიდან 2013 წლის 18 ივლისის ჩათვლით.

მსგავსი სიახლეები

სოციალური ქსელი

იყავით უშიშარნი ვითარცა უხორცო!!! პირველ დარტყმას პირადად მე ავიღებ ჩემს თავზე!!! - სანდრო ბრეგაძე მიდით დაგვარბიეთ და რა ტურასაც დაიჭერთ, მერე ვნახოთ - რამაზ გაგნიძე ამერიკის საელჩოსა და მთავრობას შორის შეთანხმევაზე ავრცელებს ინფორმაციას რამდენი რამის თქმა მსურს იმ ადამიანების გასაგონად, ვისაც ერთხელ მაინც არ ჰქონია განცდა საკუთარი ცოდვისა... - პეტრე კოლხი ამ ქათმებს საერთოდ წარმოდგენა აქვთ, რას ნიშნავს კონსტიტუციური მონარქია - სულა სულაშვილი ივანიშვილის გარეშე დიდხანს ვერ დარჩებიან ხელისუფლებაში, მაგრამ ბევრის გაფუჭებას მოასწრებენ - მამუკა გამყრელიძე საჯაროდ გპირდები, ძალიან მალე ეს ქვეყანა შენგან გათავისუფლდება!!!! - ელისო კილაძე

გამოკითხვა

ვის ისურვებდით დედაქალაქის მერად

ვალუტა

  • 2.4
  • 2.79
  • 3.13
  • 0.04
  • 0.67
  • 1.42