ქართველი ექსპერტები დღეს მოსკოვში ქართული პროდუქტების რუსულ ბაზარზე დასაბრუნებლად მოლაპარაკებებს გამართავენ

ორშაბათი, 01 აპრილი, 2013 - 12:39

ქართველი ექსპერტები და სახელმწიფო სტრუქტურების წარმომადგენლები დღეს მოსკოვში მიემგზავრებიან. ისინი სოფლის მეურნეობის პროდუქტების რუსულ ბაზარზე დაბრუნების შესახებ "როსპოტრებნაზორის" წარმომადგენლებთან მოლაპარაკებებს გამართავენ.

როგორც სოფლის მეურნეობის მინისტრმა, დავით კირვალიძემ განაცხადა, მოლაპარაკებების მთავარი მიზანია ხილის, ბოსტნეულის და სასოფლო სამეურნეო პროდუქციის რუსულ ბაზარზე დაბრუნების შესაძლებლობა.

მისივე ინფორმაციით, 2 აპრილს თბილისში ჯგუფი ჩამოდის, რომელმაც უნდა შეამოწმოს ღვინის, ალკოჰოლური სასმელებისა და მინერალური წყლების ის კომპანიები, რომლებიც პირველ შემოწმებაში ვერ მოხვდნენ.

მინისტრის თქმით, დაახლოებით 40-მდე კომპანიაა შესამოწმებელი.

 

მსგავსი სიახლეები

სოციალური ქსელი

გამოკითხვა

ვის ისურვებდით დედაქალაქის მერად

ვალუტა

  • 2.48
  • 2.93
  • 3.3
  • 0.04
  • 0.68
  • 1.46