ISAF-ის მეთაური ავღანეთში ქართულ ბაზა „შუკვანს“ ეწვია

ორშაბათი, 01 აპრილი, 2013 - 12:35

ISAF-ისა და ავღანეთში აშშ-ის ძალების მეთაური გენერალი ჯოზეფ დანფორდი ავღანეთში ქართულ ბაზა „შუკვანს“ ეწვია. ერთდღიანი ვიზიტის ფარგლებში, ISAF-ის სარდალს III ქვეითი ბრიგადის მე-12 ბატალიონის ხელმძღვანელობამ ბაზის ტერიტორია დაათვალიერებინა და სამეთაურო ბრიფინგი ჩაუტარა.

პრეზენტაციის დროს მე-12 ბატალიონის მეთაურმა მაიორმა კობა ცინდელიანმა გენერალ დანფორდს ქართული დანაყოფების ოპერაციის არეალში არსებული სიტუაცია აუხსნა და ექვსი თვის განმავლობაში მიღწეული შედეგები გააცნო. კობა ცინდელიანის მოხსენებით, ქართველი სამხედროების მიერ ჩატარებული ოპერაციების შედეგად, ისევ შესაძლებელი გახდა კოალიციურ ძალებს იმ ტერიტორიებზე აღედგინათ კონტროლი, სადაც ბოლო პერიოდში ამბოხებულები დომინირებდნენ.

შეხვედრის დასრულების შემდეგ გენერალმა დანფორდმა აღნიშნა, რომ მე-12 ბატალიონი საკმაოდ კარგად ართმევს თავს აშშ-ს საზღვაო ქვეითებთან და ადგილობრივ ძალებთან ურთიერთობას. ISAF-ის სარდალმა ქართველ სამხედროებს ძალისხმევისთვის მადლობა გადაუხადა და პროფესიულ საქმიანობაში წარმატებები უსურვა. „ქართული დანაყოფების კონტრიბუცია ავღანეთის მისიაში განსაკუთრებულია. მე პირადად პირველად ქართველებთან სამსახური ჯერ კიდევ 1996 წელს მომიწია, როცა ჩრდილოეთ კაროლინაში არსებულ ბაზა ლიუჯინზე ბატალიონს ვმეთაურობდი. ჩვენი პარტნიორობა უკვე 20 წელიწადზე მეტია გრძელდება. ქართველი სამხედროების წვლილი „რეგიონალური სარდლობა სამხრეთ დასავლეთის“ მიმართ ნამდვილად დასაფასებელია. ქართველი სამხედროები მამაცები და საქმეში კომპეტენტურები არიან, ისინი მაღალი პროფესიონალიზმით გამოირჩევიან. ამ თვისებების გამო აშშ-ს საზღვაო ქვეითებს გვეამაყება, რომ გვაქვს შესაძლებლობა ვიმსახუროთ ქართველთა გვერდით“ - განაცხადა გენერალმა დანფორდმა.

მე-12 ბატალიონი ავღანეთში ნატო-ს ეგიდით ექვსი თვის განმავლობაში იღებდა მონაწილეობას ISAF-ის ოპერაციაში. ქართველი სამხედროები ამერიკული კონტინგენტის შემადგენლობაში ჰელმანდის პროვინციაში ასრულებდნენ მისიას. როტაციის დასრულების შემდეგ, მე-12 ბატალიონის სამოქმედო ზონას აშშ-ს საზღვაო ქვეითთა ¾ ბატალიონი დაიკავებს.

 

მსგავსი სიახლეები

სოციალური ქსელი

ეხლა დაეწყვნენ ის მწერლები... და ბოდიში მოუხადონ საზოგადოებას ე.წ. მწერალ ზვიად რატიანის გამო - ნიკოლოზ მჟავანაძე ყოველთვის, როცა დაკავებული მტყუანია და იგინება, პოლიციელების სამხრე კამერები გამართულად მუშაობს - კახა კუკავა საპოლიციო პრაქტიკასა და ზვიად რატიანზე პირი, რომელსაც აქვს თავშეკავების ვალდებულება, თავს ვერ იკავებს და იგინება. ეს პირი არის პრემიერი... - ირაკლი ტაბლიაშვილი ვიღაც მუდრეგს "ზევიდან" ოთო აბესაძის ულამაზეს ცოლზე ჰქონდა თვალი დადგმული! - ლალი მოროშკინა ბატონო ირაკლი, თქვენ რომელი სახელმწიფოს პარლამენტის თავმჯდომარე ხართ? - ხათუნა ხოფერია კობახიძეს მიმართავს ქართველი ერი ტრაგედიების სიმბოლოდ იქცა... - მამა პეტრე კოლხი

გამოკითხვა

ვალუტა

  • 2.47
  • 3.03
  • 3.43
  • 0.04
  • 0.65
  • 1.45