flydubai დუშანბესა და ოშის მიმართულებით პირდაპირ რეისებს შეასრულებს

ორშაბათი, 01 აპრილი, 2013 - 12:24

კომპანია flydubai ტაჯიკეთის დედაქალაქ დუშანბეს და ყირგიზეთის ქალაქ ოშის მიმართულებით იწყებს ოპერირებას. ოშის მიმართულებით ფრენების განხორციელება 24 აპრილიდან დაიწყება, დუშანბეს მიმართულებით რეისების შესრულებას კი ავიაკომპანია 30 აპრილიდან განახორციელებს. პირდაპირი რეისები ორივე ქალაქის მიმართულებით კვირაში ორჯერ შესრულდება.

„ახალი რეისების დამატებით ჩვენი დსთ-ს ქალაქების ოპერირების ქსელი 20-მდე გაიზრდება, რაც flydubai-სთვის დიდ მიღწევას წარმოადგენს. ჩვენმა ავიაკომპანიამ ყირგიზეთის დედაქალაქ ბიშკეკის მიმართულებით ფრენების შესრულება 2012 წლის თებერვლიდან დაიწყო, ოშის და დუშანბეს დამატებით ჩვენ უფრო მეტ, აქამდე აუთვისებელ მიმართულებას დავაკავშირებთ ჩვენს მუდმივად მზარდ ქსელს“, - განაცხადა flydubai-ს აღმასრულებელმა დირექტორმა გაიტ ალ გაიტმა

ბოლო ერთი წლის მანძილზე დუბაისა და ბიშკეკს შორის საჰაერო მიმოსვლა 157%-ით გაიზარდა. 3000 წლის ქალაქი ოში, სადაც ცენტრალური აზიის ყველაზე დიდი ბაზარი მდებარეობს, თავისი ისტორიის მანძილზე პირდაპირი ავიარეისით პირველად დაუკავშირდება დუბაის.

24 აპრილიდან, flydubai ოშის მიმართულებით ოთხშაბათს და შაბათს შეასრულებს, რეისი ნომრით FZ761 დუბაის საერთაშორისო აეროპორტის მეორე ტერმინალიდან 22.15 საათზე გაფრინდება და ოშის აეროპორტში ადგილობრივი დროით 04.00 საათზე დაეშვება. რეისი ნომრით FZ762 ოშიდან დუბაის მიმართულებით ყოველ ხუთშაბათს და კვირას 05.30 საათზე გამოფრინდება და დუბაიში ადგილობრივი დროით 07.35 საათზე დაეშვება.

ხოლო 30 აპრილიდან, დუშანბეს მიმართულებით რეისებს ყოველ სამშაბათს და პარასკევს შეასრულებს. რეისი ნომრით FZ777 დუბაის საერთაშორისო აეროპორტის მეორე ტერმინალიდან 22.05 საათზე გაფრინდება და დუშანბეს აეროპორტში ადგილობრივი დროით 02.30 საათზე დაეშვება. რეისი ნომრით FZ778 დუშანბედან დუბაის მიმართულებით ყოველ ოთხშაბათს და კვირას 04.50 საათზე გამოფრინდება და დუბაიში ადგილობრივი დროით 07.30 საათზე დაეშვება.

დუბაის პირველი დაბალბიუჯეტიანი და მსოფლიოს ყველაზე სწრაფად მზარდი ახალბედა ავიაკომპანია 2008 წლის მარტში დაარსდა. პირველი კომერციული რეისი Flydubai–მ 2009 წლის ივნისში შეასრულა. მისი ოპერირების ქსელი ცენტრალური აღმოსავლეთის, აფრიკის, ინდოეთის სუბკონტინენტის, აზიის, ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის მიმართულებით 50–ზე მეტ ქალაქს შეიცავს. ავიაპარკი 28 თვითმფრინავისგან შედგება.Flydubai ქალაქ დუბაის მთავრობის საკუთრებას წარმოადგენს. ტვირთების გადაზიდვა flydubai–მ 2012 წლის 1 იანვარს დაიწყო და თავისი ოპერირების ქსელის გარდა სხვა მიმართულებებსაც ემსახურება.

 

მსგავსი სიახლეები

სოციალური ქსელი

გამოკითხვა

ვის ისურვებდით დედაქალაქის მერად

ვალუტა

  • 2.48
  • 2.93
  • 3.3
  • 0.04
  • 0.68
  • 1.46