აბიტურიენტთა რეგისტრაცია დღეიდან იწყება

ორშაბათი, 01 აპრილი, 2013 - 11:46

ერთიანი ეროვნული გამოცდებისა და სტუდენტთა საგრანტო კონკურსისათვის რეგისტრაცია დღეიდან იწყება. სტუდენტთა საგრანტო კონკურსისათვის რეგისტრაცია აბიტურიენტთა რეგისტრაციის პარალელურად, გამოცდების ეროვნული ცენტრის ვებგვერდზე (www.naec.ge; online.naec.ge) იწარმოებს. რეგისტრაციის პროცესი 20 აპრილს დასრულდება.

სამინისტროს განცხადებით, მონაწილეები ზოგადი უნარების გამოცდას ჩააბარებენ, სტუდენტებისათვის განკუთვნილი ტესტი კი ფორმატით უახლოვდება საერთო სამაგისტრო გამოცდის ტესტს.

 5 აპრილს, 15:00 საათზე გამოცდების ეროვნულ ცენტრში აბიტურიენტთათვის ღია კარის დღე ჩატარდება.

მსგავსი სიახლეები

სოციალური ქსელი

გამოკითხვა

ვალუტა

  • 2.71
  • 3.19
  • 3.59
  • 0.05
  • 0.68
  • 1.6