მიხეილ სააკაშვილი 31 მარტის რეფერენდუმთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს

, 31 მარტი, 2013 - 19:13

საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი დღევანდელ დღეს ქვეყნის მოსახლეობას ულოცავს და  31 მარტის რეფერენდუმთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს, რომელსაც "ჯეონიუსი" უცვლელად გთავაზობთ:

"დღეს ჩვენი ქვეყნისთვის ძალიან მნიშვნელოვანი დღეა - 22 წლის წინათ საქართველოს მოსახლეობამ პასუხი გასცა ქვეყნის არსებობის მთავარ შეკითხვას: სურდა თუ არა ყოფილიყო მისი სამშობლო დამოუკიდებელი. 1991 წლის 31 მარტს ამ შეკითხვას დადებითი პასუხი გასცა რეფერენდუმში მონაწილეთა აბსოლუტურმა უმრავლესობამ და გადაწყვიტა კიდეც ქვეყნის ბედი.

 ჩემო მეგობრებო, დღეს, როდესაც საქართველო დამოუკიდებელი სახელმწიფოა, როდესაც მისი ტერიტორიული მთლიანობა და სუვერენიტეტი აღიარებულია საერთაშორისო თანამეგობრობის მიერ, როდესაც დამოუკიდებლობის სურვილი სახელმწიფოებრივი აღმშენებლობით არის განმტკიცებული, ჩვენი - ქვეყნის თითოეული მოქალაქის ვალია, კიდევ უფრო მეტად ვიზრუნოთ ჩვენი სამშობლოს კეთილდღეობაზე. მწამს, რომ დამოუკიდებლობის ცნება ჩვენთვის არა მხოლოდ ფურცელზე გადატანილი სიტყვა და დოკუმენტის სახით მიღებული დეკლარაციაა, არამედ ჩვენს გულებში ანთებული სიამაყის გრძნობა, რომელსაც მუდმივად სჭირდება გაღვივება სიყვარულით, ერთგულებით, თავდადებით, პატრიოტიზმითა და ერთიანობით.

 მინდა დღევანდელი დღე მოგილოცოთ. წარმატებას და წინსვლას ვუსურვებ თითოეულ თქვენგანს, ჩვენს ქვეყანას კი -კეთილდღეობას, აყვავებას და საბოლოო გამთლიანებას", - აღნიშნულია განცხადებაში.

მსგავსი სიახლეები

სოციალური ქსელი

ეხლა დაეწყვნენ ის მწერლები... და ბოდიში მოუხადონ საზოგადოებას ე.წ. მწერალ ზვიად რატიანის გამო - ნიკოლოზ მჟავანაძე ყოველთვის, როცა დაკავებული მტყუანია და იგინება, პოლიციელების სამხრე კამერები გამართულად მუშაობს - კახა კუკავა საპოლიციო პრაქტიკასა და ზვიად რატიანზე პირი, რომელსაც აქვს თავშეკავების ვალდებულება, თავს ვერ იკავებს და იგინება. ეს პირი არის პრემიერი... - ირაკლი ტაბლიაშვილი ვიღაც მუდრეგს "ზევიდან" ოთო აბესაძის ულამაზეს ცოლზე ჰქონდა თვალი დადგმული! - ლალი მოროშკინა ბატონო ირაკლი, თქვენ რომელი სახელმწიფოს პარლამენტის თავმჯდომარე ხართ? - ხათუნა ხოფერია კობახიძეს მიმართავს ქართველი ერი ტრაგედიების სიმბოლოდ იქცა... - მამა პეტრე კოლხი

გამოკითხვა

ვალუტა

  • 2.46
  • 3.08
  • 3.47
  • 0.04
  • 0.66
  • 1.45