„საზოგადოებრივი ინიციატივა“ პოლიციის მაღალჩინოსნის უკანონო ქმედების გამოძიებას ითხოვს

, 31 მარტი, 2013 - 23:38

არასამთავრობო ორგანიზაციათა კოალიცია „საზოგადოებრივი ინიციატივა“ ეხმაურება ქ. ბათუმში 28 მარტს აჭარის შს სამმართველოს უფროსსა და საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის თანამშრომლებს შორის მომხდარ ინციდენტს.

„საზოგადოებრივი ინიციატივის “საზოგადოებასთან ურთიერთობის მენეჯერის ვიკა მებონიას განცხადებით, კოალიციის მოთხოვნაა, შსს-ს მიერ ობიექტურად და დროულად იქნეს გამოძიებული აღნიშნული ინციდენტი, რაც პოლიციის მაღალჩინოსნის უკანონო ქმედებას უკავშირდება.

ორგანიზაცია  შინაგან საქმეთა მინისტრს მოუწოდებს,  აქტიურად  ჩაერთოს ამ პროცესში და  მტკიცებულებების განადგურება, რომელიც  სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებული დანაშაულია,  არ უნდა დარჩეს დაუსჯელი.

არასამთავრობო ორგანიზაციათა კოალიცია „საზოგადოებრივი ინიციატივა“ სოლიდარობას უცხადებს „საიას“ და იმედოვნებენ,  რომ ყველა პირი, ვინც მონაწილეობდა უკანონო ქმედებებში დაისჯება და საკითხი სამართლიანად გადაწყდება.

როგორც ცნობილია, „საიას“ თანამშრომლებსა და  აჭარის შს სამმართველოს უფროს ვალერიან თელიას შორის ინციდენტი მოხდა, საიას განცხადებით,  ინციდენტის ამსახველი ვიდეომასალა  რეგიონის შსს-მ მიერ იქნა განადგურებული.

 

მსგავსი სიახლეები

სოციალური ქსელი

იყავით უშიშარნი ვითარცა უხორცო!!! პირველ დარტყმას პირადად მე ავიღებ ჩემს თავზე!!! - სანდრო ბრეგაძე მიდით დაგვარბიეთ და რა ტურასაც დაიჭერთ, მერე ვნახოთ - რამაზ გაგნიძე ამერიკის საელჩოსა და მთავრობას შორის შეთანხმევაზე ავრცელებს ინფორმაციას რამდენი რამის თქმა მსურს იმ ადამიანების გასაგონად, ვისაც ერთხელ მაინც არ ჰქონია განცდა საკუთარი ცოდვისა... - პეტრე კოლხი ამ ქათმებს საერთოდ წარმოდგენა აქვთ, რას ნიშნავს კონსტიტუციური მონარქია - სულა სულაშვილი ივანიშვილის გარეშე დიდხანს ვერ დარჩებიან ხელისუფლებაში, მაგრამ ბევრის გაფუჭებას მოასწრებენ - მამუკა გამყრელიძე საჯაროდ გპირდები, ძალიან მალე ეს ქვეყანა შენგან გათავისუფლდება!!!! - ელისო კილაძე

გამოკითხვა

ვის ისურვებდით დედაქალაქის მერად

ვალუტა

  • 2.4
  • 2.79
  • 3.13
  • 0.04
  • 0.67
  • 1.42