დავით კირვალიძე ხურვალეთში საგაზაფხულო სასოფლო–სამეურნეო სამუშაოების მიმდინარეობას დაესწრო

, 31 მარტი, 2013 - 23:33

სოფლის მეურნეობის მინისტრმა დავით კირვალიძემ გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ხურვალეთში მცირემიწიან ფერმერთა ხელშეწყობის საგაზაფხულო პროგრამის ფარგლებში მიმდინარე ხვნის სამუშაოები დაათვალიერა და მოსახლეობას შეხვდა.

ადგილობრივებმა მთავარ პრობლემად სარწყავი წყლის არქონა დაასახელეს და მინისტრს დახმარება სთხოვეს. დავით კირვალიძემ მოსახლეობას სოფლის მეურნეობის სამინისტროს მიერ ამ მიმართულებით დაგეგმილი პროექტების შესახებ დეტალური ინფორმაცია მიაწოდა და აღნიშნა, რომ ამ კუთხით მუშაობა უკვე მიმდინარეობს.

,,გამართული საირიგაციო სისტემების არსებობა ერთერთი მთავარი კომპონენტია იმისთვის, რომ სოფლის მეურნეობა განვითარდეს. ტირიფონისა და სალთვისის სარწყავის არხების სათაო ნაგებობას, რომელიც კონფლიქტის ზონაში მოექცა, დაზიანებულია და აღდგენა ესაჭიროება. სარეაბილიტაციო სამუშაოების დაწყებისთვის, ოსურ მხარესთან მოლაპარაკება მიმდინარეობს და იმედი მაქვს შეთანხმება მიღწეული იქნება. რაც შეეხება მიწის დამუშავების პროცესს, უამინდობის გამო აღმოსავლეთ საქართველოში საგაზაფხულო სასოფლო–სამეურნეო სამუშაოები ცოტა დაგვიანდა, მაგრამ პროგრამა მაინც წარმატებულად ხორციელდება და დღეს, ხვნის პროცესი უკვე სრული დატვირთვით მიმდინარეობს. მალე აღმოსავლეთ საქართველოში საგაზაფხულო სამუშაოები დასრულდება და აღნიშნული ტექნიკა ჯერ დასავლეთ საქართველოში, ხოლო შემდეგ მაღალმთიან რაიონებში გადაინაცლებს“, – განაცხადა დავით კირვალიძემ.

მინისტრმა აღნიშნა, რომ სოფლის მეურნეობის სამინისტროს ახლადშექმნილი რაიონული საინფორმაციო–საკონსულტაციო სამსახურები უკვე ფუნქციონირებს და კვალიფიციური თანამშრომლები აქტიურად არიან ჩართული საგაზაფხულო პროგრამის ფარგლებში მიმდინარე სამუშაოებში.

გორის რაიონის მოსახლეობა დადებითად აფასებს საქართველოს მთავრობის მცირემიწიან ფერმერთა ხელშეწყობის პროგრამას. ხურვალეთში მცხოვრები დევნილი მოსახლეობის თქმით, აღნიშნული პროგრამის გარეშე მიწის დამუშავებას ვერ შეძლებდნენ და იმედი აქვთ, რომ სოფლის მეურნეობის განვითარებისთვის სხვადასხვა პროგრამები მომავალშიც გაგრძელდება.

 

მსგავსი სიახლეები

სოციალური ქსელი

ვისაც ვერანაირად ვერ ვუხსნი და ვისთანაც მიჭირს სიტყვების პოვნა - სანდრა რულოვსი როდის გაარკვევს განათლების მინისტრი ნაცარქექიასთან ურთიერთობას და მოხედავს ამ ლამაზ ბიჭებს და გოგოებს - ირაკლი ჟვანია ასე იწყებოდა ჩემს ბავშვობაში - 80-იანი წლების ბოლოს დანებით დაიწყეს და 90-იან წლებში ავტომატებით გააგრძელეს ერთმანეთის მკვლელობა - სანდრო ბრეგაძე იმედია, არ დადასტურდება არაოფიციალური ინფორმაცია - ნანუკა ჟორჟოლიანი მთავრობას მიმართავს გაიღვიძეთ რა!!! რამ დაგადუმად, რამ დაგაგლახავად ასე! იმოქმედეთ რა!!! - გია მაისაშვილი მაშინ როდესაც ბარბარეს სიცოცხლე ქვევრში ჩაკალით?! აბა, გაბედეთ და იმ ქვევრს ახადეთ თავსახური... - სულა სულაშვილი

გამოკითხვა

ვალუტა

  • 2.67
  • 3.15
  • 3.57
  • 0.05
  • 0.7
  • 1.57