ბიძინა ივანიშვილი საქართველოს მოსახლეობას რეფერენდუმის დღეს ულოცავს

, 31 მარტი, 2013 - 21:34

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი საქართველოს მოსახლეობას რეფერენდუმის დღეს ულოცავს. პრემიერი 1991 წლის 31 მარტს ჩატარებულ რეფერენდუმთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს.  ივანიშვილი სპეციალური განცხადებით ეხმაურება.

პრემიერ-მინისტრის შეფასებით, 31 მარტის რეფერენდუმი თავის მნიშვნელობას კვლავ ინარჩუნებს.

"22 წელი შესრულდა საქართველოს უახლესი ისტორიის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი მოვლენიდან - 1991 წლის 31 მარტს საქართველოს ხელისუფლებამ ჩაატარა რეფერენდუმი  - საერთო-სახალხო კენჭისყრა სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის საკითხზე, რომელმაც  საფუძველი ჩაუყარა საქართველოს დამოუკიდებლობის გამოცხადებას.

რეფერენდუმი გამოხატავდა მთელი საქართველოს მრავალეროვანი ხალხის ურყევ ნებას. მასში მონაწილეობა მიიღო ჩვენი ქვეყნის ამომრჩევლეთა 90-მა პროცენტმა, რომლის 88-მა პროცენტმა  სახელმწიფოებრიობის აღდგენას მისცა ხმა.

31 მარტის რეფერენდუმი თავის მნიშვნელობას კვლავ ინარჩუნებს - ის არის საქართველოს მოქმედი კონსტიტუციის ერთ-ერთი საკვანძო დებულება და იმდენად იმპერატიული, რომ მისი რაიმე თვალსაზრისით უგულვებელყოფა აბსოლუტურად გამორიცხულია.

მთელს საქართველოს ვულოცავ რეფერენდუმის დღეს და არ შემიძლია არ გავიხსენო თაობები, რომლებიც საქართველოს დამოუკიდებლობისთვის იბრძოდნენ, და საქართველოს პირველი პრეზიდენტი ზვიად გამსახურდია, რომელიც სულისჩამდგმელი და ინიციატორი იყო საყოველთაო-სახალო კენჭისყრის ჩატარებისა.

ქართველი ხალხი, რომელიც მრავალი განსაცდელის მიუხედავად მტკიცედ იცავს სახელმწიფოებრივ დამოუკიდებლობას, მჯერა, ამ არჩევანს არასდროს გადაუხვევს", - აცხადებს ბიძინა ივანიშვილი.

მსგავსი სიახლეები

სოციალური ქსელი

იყავით უშიშარნი ვითარცა უხორცო!!! პირველ დარტყმას პირადად მე ავიღებ ჩემს თავზე!!! - სანდრო ბრეგაძე მიდით დაგვარბიეთ და რა ტურასაც დაიჭერთ, მერე ვნახოთ - რამაზ გაგნიძე ამერიკის საელჩოსა და მთავრობას შორის შეთანხმევაზე ავრცელებს ინფორმაციას რამდენი რამის თქმა მსურს იმ ადამიანების გასაგონად, ვისაც ერთხელ მაინც არ ჰქონია განცდა საკუთარი ცოდვისა... - პეტრე კოლხი ამ ქათმებს საერთოდ წარმოდგენა აქვთ, რას ნიშნავს კონსტიტუციური მონარქია - სულა სულაშვილი ივანიშვილის გარეშე დიდხანს ვერ დარჩებიან ხელისუფლებაში, მაგრამ ბევრის გაფუჭებას მოასწრებენ - მამუკა გამყრელიძე საჯაროდ გპირდები, ძალიან მალე ეს ქვეყანა შენგან გათავისუფლდება!!!! - ელისო კილაძე

გამოკითხვა

ვის ისურვებდით დედაქალაქის მერად

ვალუტა

  • 2.4
  • 2.79
  • 3.13
  • 0.04
  • 0.67
  • 1.42