31 მარტის ჰოროსკოპი

შაბათი, 30 მარტი, 2013 - 22:31

ვერძი -დღეს გექნებათ შესაძლებლობა, რომ თქვენი მონდომება და გარჯა დაგიფასდეთ. შედეგს ნათლად დაინახავთ და ეს არა მხოლოდ ერთი დღით შემოიფარგლება.

კურო - დღეს იყავით წინდახედულები და რასაც აქამდე აკეთებდით, ერთი ხელის მოსმით ნუ გააფუჭებთ.

ტყუპები - შეგიძლიათ მთელი დღე დასვენებას მიუძღვნათ, ეს ნამდვილად გამოგადგებათ. იყავით მშვიდად და გააკეთეთ ის საქმე, რაც ყველაზე მეტ სიამოვნებას განიჭებთ.

კირჩხიბი - ნუ გგონიათ, რომ ყველაფერი ძალიან მარტივად არის, თქვენი თავი თქვენ თვითონ უნდა დაიცვათ.

ლომი -ეცადეთ ყველა შესაძლო შანსი გამოიყენოთ მდგომარეობის შეცვლისთვის,  რადგან დღეს თუ არა, მომავალში აუცილებლად წაგადგებათ.

ქალწული - დღევანდელი დღე გაატარეთ მეგობრებთან და საყვარელ ადამიანებთან ერთად. ეს დღე ნამდვილად სასიამოვნოდ გაგახსენდებათ მომავალში.

სასწორი - ნუ გგონიათ, რომ არაფერი შეიცვლება. ვინ იცის, როდის რა სასწაული ხდება.

მორიელი - იყავით უფრო ყურადღებიანი, ვიდრე საერთოდ ხართ ხოლმე. ეცადეთ, არ იყოთ გადაჭარბებულად კომუნიკაბელური.

მშვილდოსანი - არ დაგავიწყდეთ, რომ ყველაფერი არის შედარებითი, დატკბით იმით, რაც გაქვთ.

თხის რქა - ყველაფერი ის, რისკენაც ბოლო ხანებში მიისწრაფოდით, შესაძლოა, არასწორი აღმოჩნდეს. თუმცა ამის გაგებას მხოლოდ იმ შემთხვევაში შეძლებთ, თუ გარშემომყოფებს ყურადღებით მოუსმენთ. სამყაროს ახალი თვალით შეხედეთ, ნუ შეგეშინდებათ ამის. ნუ ენდობით ყველას, ვინც დახმარებას შემოგთავაზებთ. სიმართლე ღირსებაში არაა.

მერწყული - დღეს თქვენი რწმენა ზოგიერთ საკითხებში შეიძლება არამყარი აღმოჩნდეს. ის, რაც ურყევი გეგონათ, შესაძლებელია გარკვეული კრიტიკის მსხვერპლი გახდეს და შემდგომ საერთოდ დაკარგოს აქტუალობა. ნუ შეგაშინებთ ცვლილებები ცხოვრებაში, საბოლოო ანგარიშში შეიძლება ამ ცვლილებებმა სასიკეთო შედეგები იქონიოს

თევზები - დღეს ყველა საქმე გამოგივათ, ეჭვი ნუ შეგეპარებათ საკუთარ შესაძლებლობებში, თქვენ საკმარისი დრო და საშუალება გექნებათ მათი დემონსტრირებისათვის. ერთადერთი ხელისშემშლელი წინაღობა თქვენი მორიდებულობა და გადაწყვეტილების მიღებისას სიჩქარეა. არ ინერვიულოთ, წარმატება ახლოსაა.

 

მსგავსი სიახლეები

სოციალური ქსელი

გამოკითხვა

ვალუტა

  • 2.73
  • 3.22
  • 3.61
  • 0.05
  • 0.7
  • 1.61