უგო ჩავესი მავზოლეუმის ნაცვლად, ანიმაციაში უკვდავყვეს

შაბათი, 30 მარტი, 2013 - 19:21

გარდაცვლილი პრეზიდენტის უგო ჩავესის სამოთხეში მოხვედრის შესახებ, ვენესუელაში ანიმაციური ფილმი გადაიღეს. ფილმში ნაჩვენებია, თუ როგორ მოხვდება გარდაცვლილი პრეზიდენტი სამოთხეში.

სამოთხეში ჩავესს თავდაპირველად საყვარელი ბებია ხვდება, შემდეგ, ასევე სამოთხეში მოხვედრილი კუბელი რევოლუციონერი ერნესტო ჩე გევარა,  ჩილეს პრეზიდენტი სალვადორ ალიენდე,  არგენტინის პირველი ლედი ევა პერონი,  ნიკარაგუას რევოლუციის ლიდერი ავგუსტო სანდინო, ვენესუელას ეროვნული გმირი, გენერალი სიმონ ბოლივარი და სხვა გამოჩენილი პიროვნებები.

ვენესუელაში უგო ჩავესის დაკრძალვას არ გეგმავდნენ, ის ლენინის მსგავსად, მავზოლეუმში უნდა მოეთავსებინათ, თუმცა ბალზამირებისთვის ჩასულმა რუსმა სპეციალისტებმა, დაგვიანებული პროცედურების გამო, ეს ვერ შეძლეს.

მსგავსი სიახლეები

სოციალური ქსელი

გამოკითხვა

ვალუტა

  • 2.71
  • 3.19
  • 3.59
  • 0.05
  • 0.68
  • 1.6