დევნილი აბიტურიენტები ინგლისურს უფასოდ ისწავლიან

შაბათი, 30 მარტი, 2013 - 18:44

დასავლეთ ევროპული ენების ცენტრი "კემბრიჯ ჰაუზი’’ თბილისში მცხოვრებ სოციალურად დაუცველ აბიტურიენტებს (თვეში 5 მოსწავლე) ინგლისურ ენას უფასოდ ასწავლის. საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გააადგილებულ პირთა განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტრომ ,,კემბრიჯ ჰაუზთან“ თანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმა.

მემორანდუმის საფუძველზე მიღებული მოსწავლის ოჯახის წევრები ასევე ისარგებლებენ 20% ფასდაკლებით. ცენტრი აბიტურიენტებს ტესტირების საფუძველზე მიიღებს. ტესტირება 15 აპრილიდან დაიწყება და 30 აპრილამდე გაგრძელდება.

ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს მხრიდან მემორანდუმს ხელი მოაწერა მინისტრის მოადგილე ნინო ჭავჭავაძემ, შ.პ.ს. დასავლეთ ევროპული ენების ცენტრი "კემბრიჯ ჰაუზის’’ მხრიდან კი ცენტრის დირექტორმა გიორგი ბატიაშვილმა.

როგორც მინისტრის მოადგილე ნინო ჭავჭავაძემ აღნიშნა, დევნილი მოსახლეობის დასახმარებლად მსგავსი სოციალური ღონისძიებები გაგრძელდება: „დევნილთა სამინისტროს შემუშავებული აქვს სხვადასხვა პროექტი დევნილი ახალგაზრდების დასახმარებლად. დღევანდელი ჩვენი შეთანხმება დაეხმარება სოციალურად დაუცველ დევნილებს ინგლისური ენის შესწავლაში, განსაკუთრებით ეს მნიშვნელოვანია აბიტურიენტებისთვის, სულ რამოდენიმე თვე დარჩა გამოცდებამდე და იმედია, ცენტრი მათ სერიოზულ დახმარებას გაუწევს. დაინტერესებულ აბიტურიენტებს შეუძლიათ მოგვმართონ სამინისტროში“.

ტესტირებისთვის აბიტურიენტები უნდა მიბრძანდნენ ,,კემბრიჯ ჰაუზში“, რომელიც მდებარეობს ბახტრიონის ქ. 26-ში.

 

მსგავსი სიახლეები

სოციალური ქსელი

ვისაც ვერანაირად ვერ ვუხსნი და ვისთანაც მიჭირს სიტყვების პოვნა - სანდრა რულოვსი როდის გაარკვევს განათლების მინისტრი ნაცარქექიასთან ურთიერთობას და მოხედავს ამ ლამაზ ბიჭებს და გოგოებს - ირაკლი ჟვანია ასე იწყებოდა ჩემს ბავშვობაში - 80-იანი წლების ბოლოს დანებით დაიწყეს და 90-იან წლებში ავტომატებით გააგრძელეს ერთმანეთის მკვლელობა - სანდრო ბრეგაძე იმედია, არ დადასტურდება არაოფიციალური ინფორმაცია - ნანუკა ჟორჟოლიანი მთავრობას მიმართავს გაიღვიძეთ რა!!! რამ დაგადუმად, რამ დაგაგლახავად ასე! იმოქმედეთ რა!!! - გია მაისაშვილი მაშინ როდესაც ბარბარეს სიცოცხლე ქვევრში ჩაკალით?! აბა, გაბედეთ და იმ ქვევრს ახადეთ თავსახური... - სულა სულაშვილი

გამოკითხვა

ვალუტა

  • 2.67
  • 3.15
  • 3.57
  • 0.05
  • 0.7
  • 1.57