რუსული წვრთნები ამერიკელ პარტნიორებთან წვრთნების გაგრძელებას ხელს ვერ შეუშლის - ირაკლი ალასანია

შაბათი, 30 მარტი, 2013 - 18:26

შავი ზღვის აკვატორიაში დაგეგმილი სამხედრო მანევრების ჩატარებასთან დაკავშირებით კომენტარი საქართველოს თავდაცვის მინისტრმა, ქართულ-ამერიკული სწავლების საჩვენებელ წვრთნაზე გააკეთა.

როგორც ირაკლი ალასანიამ აღნიშნა, სამხედრო წვრთნები ქართული მხრიდან დაკვირვებას კიდევ უფრო აათმაგებს, მაგრამ პირდაპირ საფრთხეს საქართველოსთვის არ წარმოადგენს.

„რუსეთის მიერ ოკუპირებულ ტერიტორიებზე განლაგებული საოკუპაციო ჯარები ამ წვრთნებში ჩართული არ არის. არც საქართველოს საზღვაო აკვატორიაა დარღვეული. მაგრამ თავისთავად, რომ ეს წვრთნები შეუთანხმებელი იყო მეზობელ ქვეყნებთან, ეს არის საერთაშორისოდ მიღებული პრაქტიკის დარღვევა. რუსეთი არაერთხელ არღვევს საერთაშორისო პრაქტიკას და სამართლის ნორმებს. თუ უფრო დიდ ანალიზს გავაკეთებთ - რუსეთს ჩვენი ტერიტორიის 20 % საერთაშორისო სამართლის ნორმების სრული დარღვევით აქვს ოკუპირებული“, - განაცხადა საქართველოს თავდაცვის მინისტრმა.

 ირაკლი ალასანიას თქმით, ვარაუდი, თითქოს რუსული წვრთნები საქართველოში დაწყებულ ქართულ-ამერიკულ წვრთნებს უკავშირდება, საფუძველს მოკლებულია.

საქართველოს თავდაცვის მინისტრის განცხადებით, საქართველო გააგრძელებს წვრთნებს ამერიკელ პარტნიორებთან ერთად და ვერცერთი ქვეყნის მიერ დაგეგმილი სამხედრო სწავლებები ქართული ჯარის აღმშენებლობას ხელს ვერ შეუშლის.

მსგავსი სიახლეები

სოციალური ქსელი

იყავით უშიშარნი ვითარცა უხორცო!!! პირველ დარტყმას პირადად მე ავიღებ ჩემს თავზე!!! - სანდრო ბრეგაძე მიდით დაგვარბიეთ და რა ტურასაც დაიჭერთ, მერე ვნახოთ - რამაზ გაგნიძე ამერიკის საელჩოსა და მთავრობას შორის შეთანხმევაზე ავრცელებს ინფორმაციას რამდენი რამის თქმა მსურს იმ ადამიანების გასაგონად, ვისაც ერთხელ მაინც არ ჰქონია განცდა საკუთარი ცოდვისა... - პეტრე კოლხი ამ ქათმებს საერთოდ წარმოდგენა აქვთ, რას ნიშნავს კონსტიტუციური მონარქია - სულა სულაშვილი ივანიშვილის გარეშე დიდხანს ვერ დარჩებიან ხელისუფლებაში, მაგრამ ბევრის გაფუჭებას მოასწრებენ - მამუკა გამყრელიძე საჯაროდ გპირდები, ძალიან მალე ეს ქვეყანა შენგან გათავისუფლდება!!!! - ელისო კილაძე

გამოკითხვა

ვის ისურვებდით დედაქალაქის მერად

ვალუტა

  • 2.4
  • 2.79
  • 3.13
  • 0.04
  • 0.67
  • 1.42