საპატრიარქო “ლაზარეს” მიერ გავრცელებულ ცნობასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს

შაბათი, 30 მარტი, 2013 - 17:50

საქართველოს საპატრიარქო, საზოგადოებრივი მოძრაობა “ლაზარეს” მიერ გავრცელებულ ინფორმაციასთან დაკავშირებით, სადაც საპარლამენტო უმრავლესობის ერთ-ერთი ლიდერის თინა ხიდაშელის იეღოველთა კონგრესთან კავშირზეა საუბარი, განცხადებას ავრცელებს.

საპატრიარქო განმარტავს, რომ აღნიშნულ საზოგადოებრივ მოძრაობასთან არანაირი კავშირი არ აქვს.

“29 მარტს, გავრცელდა მცდარი ინფორმაცია იეღოველთა (რასელისტთა) კონგრესთან “რესპუბლიკური პარტიის” ერთ-ერთი ლიდერის, თინათინ ხიდაშელის კავშირის შესახებ, რაც ჩვენი მოსახლეობის ნაწილის მიერ აღქმულ იქნა, ეკლესიის განცხადებად. ამ შეცდომის მიზეზი ისიც არის, რომ საპატრიარქოში, მართლაც, ფუნქციონირებს იგივე სახელწოდების, ოღონდ საქველმოქმედო დანიშნულების ფონდი “ლაზარე”, რომელიც ჩვენს არაერთ მნიშვნელოვან სოციალურ პროექტს ანხორციელებს.

საზოგადოებრივ მოძრაობა “ლაზარეს” საქმიანობასთან კი (რომელსაც ხელმძღვანელობს ბატონი რეზო ამაშუკელი) საქართველოს საპატრიარქო დაკავშირებული არ არის”, – ნათქვამია საპატრიარქოს განცხადებაში.

შეგახსენებთ, საქართველოს რესპუბლიკური პარტიის ერთ-ერთი ლიდერის თინა ხიდაშელის "იეღოველთა კონგრესთან" კავშირის შესახებ ინფორმაცია 29 მარტს, საინფორმაციო სააგენტო „ნიუ პოსტმა“ (new posts) გაავრცელა სათაურით: “მოძრაობა "ლაზარე": ხარების დღესასწაულზე თინა ხიდაშელი "იეღოველთა კონგრესს" ატარებს.”

ხიდაშელი ინფორმაციას აბსურდულს უწოდებს.

მსგავსი სიახლეები

სოციალური ქსელი

გამოკითხვა

ვალუტა

  • 2.69
  • 3.17
  • 3.57
  • 0.05
  • 0.69
  • 1.58