პრეზიდენტმა ეგვიპტეში დასვენების ხარჯები თავად დაფარა

შაბათი, 30 მარტი, 2013 - 17:31

საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი სამშობლოში უკვე დაბრუნდა. პრეზიდენტმა სამი დღე ოჯახთან ერთად ეგვიპტეში გაატარა. პრეზიდენტმა ოჯახთან ერთად დასვენების ხარჯები თავად დაფარა.

დასვენების პერიოდში მიხეილ სააკაშვილს ეგვიპტის პრეზიდენტი მოჰამედ მორსი დაუკავშირდა, რომელიც იმ დროისათვის ვიზიტით სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკაში იმყოფებოდა, - ინფორმაცია პრეზიდენტის facebook-ის გვერდზე გავრცელდა.

მოჰამედ მორსიმ ქართველ კოლეგასთან საუბრისას, პატივისცემა გამოხატა საქართველოს პრეზიდენტისა და ქართველი ხალხის მიმართ და ჩვენს ქვეყანაში ჩამოსვლის სურვილი გამოთქვა.

ქვეყნის პირველ პირს კაიროში ეგვიპტის ტურიზმის მინისტრი მასპინძლობდა. მიხეილ სააკაშვილი ეგვიპტის ახალი მთავრობის რამდენიმე მინისტრსაც შეხვდა, რომელთაც აღტაცება გამოხატეს საქართველოში განხორციელებული რეფორმების მიმართ და განსაკუთრებული ყურადღება დაუთმეს ანტიკორუფციულ, ეკონომიკურ და განათლების რეფორმებს. როგორც მათ აღნიშნეს, ამ მიმართულებით ისინი ცვლილებებს ეგვიპტეშიც გეგმავენ და მათივე თქმით, საქართველოს მაგალითი სანიმუშოა. მხარეები შეთანხმდნენ, რომ ქართული გამოცდილების გაზიარებისა და რეფორმების შესწავლის მიზნით, საქართველოს ეგვიპტის სამთავრობო დელეგაცია ესტუმრება.

ეგვიპტელ მინისტრებს მიაჩნიათ, რომ ეგვიპტის ახლანდელი ვითარება საქართველოს ვარდების რევოლუციის შემდგომი პერიოდის მსგავსია. მათი განცხადებით, საქართველო გამორჩეულია ყველა პოსტრევოლუციურ ქვეყანას შორის, რადგან სახელმწიფოებრივი აღმშენებლობის პროცესი ყველაზე წარმატებულად სწორედ ჩვენს ქვეყანაში წარიმართა.

 

 

მსგავსი სიახლეები

სოციალური ქსელი

ეხლა დაეწყვნენ ის მწერლები... და ბოდიში მოუხადონ საზოგადოებას ე.წ. მწერალ ზვიად რატიანის გამო - ნიკოლოზ მჟავანაძე ყოველთვის, როცა დაკავებული მტყუანია და იგინება, პოლიციელების სამხრე კამერები გამართულად მუშაობს - კახა კუკავა საპოლიციო პრაქტიკასა და ზვიად რატიანზე პირი, რომელსაც აქვს თავშეკავების ვალდებულება, თავს ვერ იკავებს და იგინება. ეს პირი არის პრემიერი... - ირაკლი ტაბლიაშვილი ვიღაც მუდრეგს "ზევიდან" ოთო აბესაძის ულამაზეს ცოლზე ჰქონდა თვალი დადგმული! - ლალი მოროშკინა ბატონო ირაკლი, თქვენ რომელი სახელმწიფოს პარლამენტის თავმჯდომარე ხართ? - ხათუნა ხოფერია კობახიძეს მიმართავს ქართველი ერი ტრაგედიების სიმბოლოდ იქცა... - მამა პეტრე კოლხი

გამოკითხვა

ვალუტა

  • 2.47
  • 3.03
  • 3.43
  • 0.04
  • 0.65
  • 1.45