ინტერნეტდამოკიდებულების განკურნება შეუძლებელია

, 31 მარტი, 2013 - 17:28

კომპიუტერული ტექნოლოგიების განვითარება ინტერნეტ-დამოკიდებულებას იწვევს. რაც ადამიანის ჯანმრთელობას  მრავალ პრობლემას უქმნის ამერიკის სამედიცინო ექსპერტებს მიაჩნიათ, რომ ინტერნეტისა და ვიდეოთამაშებისადმი მიდრეკილება აზარტის ერთ-ერთი ფორმაა და ეს დაავადება დაემუქრება იმათ, ვინც დღეში ვიდეოთამაშებზე ორ საათზე მეტ დროს ხარჯავს. ასევე მათ ვინც საათობით დროს ხარჯავს ინტერნეტში.

ამერიკელმა ფსიქოთერაპევტებმა გააკეთეს განცხადება რომ – „კომპიუტერის წინააღმდეგი არავინაა, თანამედროვე ცხოვრება წარმოუდგენელია მის გარეშე. ამ დაავადებაში კომპიუტერი კი არ არის დამნაშავე, არამედ მისი ბოროტად გამოყენება. ორსაათიანი ვიდეოთამაში საკმარისია ავადმყოფური ტრანსისა და ნერვული სისტემის გადაღლის გამოსაწვევად. კომპიუტერთან საათობით ჯდომა მხედველობის დაქვეითებას და კუნთების ატროფიას იწვევს, სასტიკი თამაშები კი ნეგატიურ გავლენას ახდენს ადამიანის ფსიქიკაზე და მასში აგრესიას იწვევს. ამიტომაც მსოფლიოში საკმაოდ გამრავლდა მოზარდთა შორის ძალადობის შემთხვევები. “

ექსპერტები ასევე ამბობენ რომ ამ სახის ავადმყოფთა მკურნალობა საკმაოდ რთულია. ავადმყოფს მკურნალობა უწევს სტაციონარში 2-3 კვირის განმავლობაში შედარებით მძიმე შემთხვევებში. ექიმები უნიშნავენ ფსიქოტროპულ პრეპარატებს: ანტიდეპრესანტებს, ტრანკვილიზატორებს. განსაკუთრებული ყურადღება ექცევა ძილის რეგულირებას და ფიზიკურ დატვირთვას, უტარდებათ ფსიქოლოგიური ტრენინგები, თამაშები, რომლითაც ისინი თვითრეგულირებას სწავლობენ. მკურნალობის ძირითადი მიზანია, ავადმყოფში გამოიწვიოს რეალური ცხოვრებისადმი ინტერესი. ექსპერტების აზრით, ამ დაავადებების მქონე ადამიანის გამოჯანმრთელება ბოლომდე შეუძლებელია და თვითონ ადამიანზეა დამოკიდებული, რადგან ძალით ინტერნეტდამოკიდებულების განკურნება შეუძლებელია.

მსგავსი სიახლეები

სოციალური ქსელი

გამოკითხვა

ვის ისურვებდით დედაქალაქის მერად

ვალუტა

  • 2.48
  • 2.93
  • 3.3
  • 0.04
  • 0.68
  • 1.46