გაზგასამართი სადგურის დაყაჩაღებაში ერთ-ერთი ეჭვმიტანილი დაკავებულია

შაბათი, 30 მარტი, 2013 - 16:08

ქვემო ქართლის სამხარეო მთავარი სამმართველოსა და მარნეულის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა 1984 წელს დაბადებული ჯაშარ კ, 1981 წელს დაბადებული მალხაზ ს, 1990 წელს დაბადებული სალიბეგ გ. და 1976 წელს დაბადებული ედუარდ ნ. ყაჩაღობის ბრალდებით დააკავეს.

დღეს, გამთენიისას, დაახლოებით 04:00 საათზე, ავტომატით, პისტოლეტებითა და დანებით შეიარაღებული სამი ნიღბიანი პიროვნება მარნეულის შესასვლელში მდებარე გაზგასამართ სადგურში შეიჭრა, რა დროსაც ადგილზე ორი ოპერატორი იმყოფებოდა. ბოროტმოქმედებმა 4 ათას ლარზე მეტი თანხა გაიტაცეს და შემთხვევის ადგილიდან მიიმალნენ.

ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებების შედეგად სამართალდამცველებმა თავდამსხმელების თანამზრახველი, ტაქსის მძღოლი ედუარდ ნ. ცხელ კვალზე, შემთხვევიდან ერთ საათში, გაზგასამართი სადგურიდან 2 კილომეტრში, ხოლო სამივე ბოროტმოქმედი მარნეულთან ახლოს, საავტომობილო მაგისტრალზე დააკავეს.

დაკავებულთა პირადი ჩხრეკისას სამართალდამცველებმა „ა-კა-ეს"-ის ტიპის ავტომატური იარაღი 29 ვაზნით, ბარაბნიანი პისტოლეტი 4 ვაზნით, პისტოლეტი ერთი მჭიდით, დანები, ფულადი თანხა და ნიღბები ამოიღეს. „ოპელი"-ს მარკის ავტომობილიდან, რომელიც თავდამსხმელებმა გადაადგილებისთვის გამოიყენეს, ამოღებულია „ერ-გე-დე"-ს ტიპის ხელყუმბარა.

გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა" და „ბ" პუნქტებით (ყაჩაღობა საცავში ან სადგომში შეღწევით, ჯგუფურად) მიმდინარეობს, რაც 5-დან 9 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

 

მსგავსი სიახლეები

სოციალური ქსელი

იყავით უშიშარნი ვითარცა უხორცო!!! პირველ დარტყმას პირადად მე ავიღებ ჩემს თავზე!!! - სანდრო ბრეგაძე მიდით დაგვარბიეთ და რა ტურასაც დაიჭერთ, მერე ვნახოთ - რამაზ გაგნიძე ამერიკის საელჩოსა და მთავრობას შორის შეთანხმევაზე ავრცელებს ინფორმაციას რამდენი რამის თქმა მსურს იმ ადამიანების გასაგონად, ვისაც ერთხელ მაინც არ ჰქონია განცდა საკუთარი ცოდვისა... - პეტრე კოლხი ამ ქათმებს საერთოდ წარმოდგენა აქვთ, რას ნიშნავს კონსტიტუციური მონარქია - სულა სულაშვილი ივანიშვილის გარეშე დიდხანს ვერ დარჩებიან ხელისუფლებაში, მაგრამ ბევრის გაფუჭებას მოასწრებენ - მამუკა გამყრელიძე საჯაროდ გპირდები, ძალიან მალე ეს ქვეყანა შენგან გათავისუფლდება!!!! - ელისო კილაძე

გამოკითხვა

ვის ისურვებდით დედაქალაქის მერად

ვალუტა

  • 2.4
  • 2.79
  • 3.13
  • 0.04
  • 0.67
  • 1.41