ბუსუსებიანი პრეზერვატივების ნაცვლად, უმჯობესია, მთავრობამ ჯარიმების შესახებ იმსჯელოს - გოგი წულაია

შაბათი, 30 მარტი, 2013 - 14:49

პარტია "თავისუფალი საქართველოს" იმერეთის წარმომადგენლობა საქართველოს პარლამენტს ადმინისტრაციული ჯარიმების შემცირებისაკენ მოუწოდებს. პარტიის წარმომადგენლის გოგი წულაიას განცხადებით, ახლანდელი ჯარიმები ეკონომიკურ დაუძლურებას ემსახურება.

"დღის საათებში პატრული ქუთაისის გარეუბნებში წამლადაც კი არ მოიძებნება, ხოლო საღამოს საათებში, მძღოლებზე ნადირობა იწყება. 10-ლარიანი ჯარიმის გადაუხდელობის შემთხვევაში, ადამიანს 150-ლარიან საურავს არიცხავენ. ბუსუსებიან პრეზერვატივებზე მსჯელობის ნაცვლად, უმჯობესია, პარლამენტმა და უმრავლესობამ იმ საკითხზე იმსჯელოს, რაც აუცილებელია, რადგან არსებული ჯარიმები მძღოლების გაყვლეფასა და ეკონომიკურ დაუძლურებას ემსახურება", - აცხადებს გოგი წულაია.

პარტია მომავალ კვირას პარლამენტში აღნიშნული საკითხის შესახებ წინადადებით შევა.

 

მსგავსი სიახლეები

სოციალური ქსელი

გამოკითხვა

ვის ისურვებდით დედაქალაქის მერად

ვალუტა

  • 2.48
  • 2.95
  • 3.35
  • 0.04
  • 0.71
  • 1.46