ხვალ თბილისში ზვიადობას აღნიშნავენ

შაბათი, 30 მარტი, 2013 - 14:50

ხვალ, 16:00 საათზე თბილისში ზვიადობის დღესასწაულს აღნიშნავენ. ამის შესახებ ინფორმაცია "ფეისბუქით" ვრცელდება. "საინიციატივო ჯგუფის წევრებმა გადავწყვიტეთ აღვნიშნოთ ზვიად გამსახურდიას დაბადებისა და რეფერენდუმში საქართველოს მოსახლეობის ნების გამოხატვის დღე ზეიმით, რომელსაც ვუწოდებთ ზვიადობის დღესასწაულს (ვაჟაობის, ილიაობისა და სხვა ანალოგიით) და გვსურს მიეცეს ამ დღესასწაულს ტრადიციის ხასიათი. ეს იქნება, ერთგვარად, ქართველი ხალხის ზვიადობის დღესასწაული.

გვსურს ზვიად გამსახურდიას სახალხო დაფასებისათვის ზვიადობის დღესასწაული ყოველ წელს ტარდებოდეს და მას შესაბამისი მასშტაბები ჰქონდეს (პოეზიის საღამოები, სამეცნიერო კონფერენციები, გამოფენები და ა. შ). სადაც წარმოჩინებული იქნება მისი დამსახურებები საქართველოს წინაშე.

ამ მიზნით საინიციატივო ჯგუფი აპირებს 2013 წლის 31 მარტს 16 საათზე, თბილისში, სოფიკო ჭიაურელის სახელობის ბაღში (სიონისა და კოტე აფხაზის ქუჩებს შორის) აღნიშნოს ზვიადობის დღესასწაული. იმედი გვაქვს, საზოგადოების მხარდაჭერის", - აღნიშნულია გავრცელებულ განცხადებაში.

ცნობისთვის, 31 მარტს საქართველოს პირველი პრეზიდენტის, ეროვნული მოძრაობის ლიდერის, მკვლევარის, მთარგმნელის, პოეტის, მწერლის, ლიტერატორის ზვიად გამსახურდიას დაბადებიდან 74 წელი სრულდება. ამავე დღეს 1991 წლის რეფერენდუმიდან 22 წელი აღინიშნება. აღნიშნული რეფერენდუმის შედეგების საფუძველზე საქართველოს სახელმწიფომ დამოუკიდებლობის აღდგენა გამოაცხადა.

მსგავსი სიახლეები

სოციალური ქსელი

ეხლა დაეწყვნენ ის მწერლები... და ბოდიში მოუხადონ საზოგადოებას ე.წ. მწერალ ზვიად რატიანის გამო - ნიკოლოზ მჟავანაძე ყოველთვის, როცა დაკავებული მტყუანია და იგინება, პოლიციელების სამხრე კამერები გამართულად მუშაობს - კახა კუკავა საპოლიციო პრაქტიკასა და ზვიად რატიანზე პირი, რომელსაც აქვს თავშეკავების ვალდებულება, თავს ვერ იკავებს და იგინება. ეს პირი არის პრემიერი... - ირაკლი ტაბლიაშვილი ვიღაც მუდრეგს "ზევიდან" ოთო აბესაძის ულამაზეს ცოლზე ჰქონდა თვალი დადგმული! - ლალი მოროშკინა ბატონო ირაკლი, თქვენ რომელი სახელმწიფოს პარლამენტის თავმჯდომარე ხართ? - ხათუნა ხოფერია კობახიძეს მიმართავს ქართველი ერი ტრაგედიების სიმბოლოდ იქცა... - მამა პეტრე კოლხი

გამოკითხვა

ვალუტა

  • 2.47
  • 3.03
  • 3.43
  • 0.04
  • 0.65
  • 1.45