გოგიტა აბაშიძის გარდაცვალების მიზეზი ბავშვისთვის მიუღებელი საკვებით გამოკვება გახდა

შაბათი, 30 მარტი, 2013 - 13:40

ვახო სანაიას პოლიტიკურ თოქ-შოუ "ღია ეთერში" ერთი წლის გოგიტა აბაშიძის გარდაცვალების მიზეზის შესახებ მსჯელობდნენ. სტუდიაში გარდაცვლილი ბავშვის მშობლები, საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს ბავშვზე ზრუნვის სამსახურის წარმომადგენელი და საპარლამენტო უმრავლესობისა და უმცირესობის წევრები იყვნენ მიწვეულნი.

სტუმართა ნაწილის მტკიცებით,  ერთი წლის ბავშვი შიმშილით არ გარდაცვლილა. სოციალური დაცვის სამინისტროს ბავშვზე ზრუნვის სამსახურის უფროსის თქმით კი, ბავშვის გარდაცვალების მიზეზი მშობლების უყურადღებობა და ბავშვისთვის მიუღებელი საკვების მიღება გახდა.

"ბავშვი რომ დაიბადა, ოთხი კილო იყო, ექვსი თვის განმავლობაში მისი განვითარება ნორმალურად მიმდინარეობდა, იგი ბუნებრივ კვებაზე იყო, შემდეგ მშობლებმა ბავშვისთვის მიუღებელი საკვებით გამოკვება დაიწყეს და სწორედ ამიტომ შეიქმნა პრობლემა. ამასთანავე აღსანიშნავია, რომ გოგიტა აბაშიძის ბაბუა, თურქეთში არის სამუშაოდ წასული, როცა შესაბამისი ორგანოებიდან მას დაუკავშირდნენ და ამცნეს, რომ შვილიშვილი შიმშილის გამო გარდაეცვალა, მან ეს ფაქტი მიუღებლად ჩათვალა. მან განაცხადა, რომ ოჯახს ეხმარება როგორც საკვები პროდუქტით, ასევე ფულადი სახსრებით. ოჯახს, რა თქმა უნდა, აქვს სიღარიბის პრობლემა, მაგრამ არ არის ისეთი სიტუაცია, რომ საქმე საკვების შოვნის შეუძლებლობაზე იყოს", - აღნიშნა გადაცემაში შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს ბავშვზე ზრუნვის სამსახურის უფროსმა, ეკა სანებლიძემ.

მსგავსი სიახლეები

სოციალური ქსელი

ეხლა დაეწყვნენ ის მწერლები... და ბოდიში მოუხადონ საზოგადოებას ე.წ. მწერალ ზვიად რატიანის გამო - ნიკოლოზ მჟავანაძე ყოველთვის, როცა დაკავებული მტყუანია და იგინება, პოლიციელების სამხრე კამერები გამართულად მუშაობს - კახა კუკავა საპოლიციო პრაქტიკასა და ზვიად რატიანზე პირი, რომელსაც აქვს თავშეკავების ვალდებულება, თავს ვერ იკავებს და იგინება. ეს პირი არის პრემიერი... - ირაკლი ტაბლიაშვილი ვიღაც მუდრეგს "ზევიდან" ოთო აბესაძის ულამაზეს ცოლზე ჰქონდა თვალი დადგმული! - ლალი მოროშკინა ბატონო ირაკლი, თქვენ რომელი სახელმწიფოს პარლამენტის თავმჯდომარე ხართ? - ხათუნა ხოფერია კობახიძეს მიმართავს ქართველი ერი ტრაგედიების სიმბოლოდ იქცა... - მამა პეტრე კოლხი

გამოკითხვა

ვალუტა

  • 2.47
  • 3.03
  • 3.43
  • 0.04
  • 0.65
  • 1.45