ლუი ვუტონი პროსტიტუციის პროპაგანდაში დაადანაშაულეს

შაბათი, 30 მარტი, 2013 - 14:19

ლუის ვუტონის სარეკლამო რგოლი, რომელიც ინტერნეტში ზამთრის 2013/14 კოლექციასთან ერთად გამოჩნდა, გაქრა. ეს იყო მინიფილმი, სადაც მთავარ როლებს ჯორჯია ჯაგერი, იზაბელ ფონტანა და კარა დეველინი ასრულებდნენ.

კრიტიკოსების თქმით, ეს ვიდეორგოლი არღვევს ქალების უფლებებს და პროპაგანდას უწევს პროსტიტუციას.

სარეკლამო რგოლში სამი ქალი, რომლებიც ლუის ვუტონის 2013/14 წლის ზამთრის კოლექციდან ერთ-ერთ ქვედაბოლოში და მოკლე პარიკებში არის გამოწყობილი, შუა ღამით გამოდის სანადიროდ, თითოეული პოულობს "მსხვერპლს" და მათთან ერთად მიემგზავრებიან ძვირადღირებულ სასტუმროში. გოგონები სათითაოდ მოდიან სასტუმროში და გარემო უცებ შოუს სტილში იცვლება და ისინი ხვდებიან ჩვენებაზე.

კრიტიკოსები ხაზს უსვამენ, რომ ეს არის პროპაგანდა, რითაც მოდელები ამ გზით ხვდებიან ამ ბიზნესში და სასტიკად მიუღებელია ეს ფართო საზოგადოებისთვის საჩვენებლად.

ლუი ვუტონის საზოგადოებასთან ურთიერთობის დირექტორი კი ჯურნალ "loves"-ს აბრალებს ამ სკანდალს, რადგან ეს ვიდეორგოლი მათი ინიციატივით იქნა გადაღებული.

 

მსგავსი სიახლეები

სოციალური ქსელი

გამოკითხვა

ვის ისურვებდით დედაქალაქის მერად

ვალუტა

  • 2.48
  • 2.95
  • 3.35
  • 0.04
  • 0.71
  • 1.46