კიმ კარდაშიანს სტილის შერჩევა ორსულობის დროს არ გამოუვიდა

შაბათი, 30 მარტი, 2013 - 13:53

მომავალი დედა, ტელევარსკვლავი კიმ კარდაშიანი აგრძელებს აქტიური ცხოვრების სტილს. ის თითქმის ყოველდღე სჩანს "მოდურ" საღამოებზე, სადაც ის როგორც ყოველთვის, ტრენდულ სამოსში გამოწყობილი გვევლინება.

 კიმი ახლაც არ ღალატობს ტყავის ქვედაბოლოებსა და შარვლებს. ტელევარსკვლავის იდეალი ორსულობის დროს გახლდათ ვიქტორია ბექემი, რომელიც მიუხედავად თავისი მდგომარეობისა, მაინც ახერხებდა დარჩენილიყო მოდური და ძალიან ელეგანტური. თუმცა, კიმს არ გამოუვიდა მიებაძა ვიქტორიასთვის და მისი ყოველი მომდევნო გამოჩენა პუბლიკაზე მწვავე კრიტიკას იწვევს. როგორც კრიტიკოსებმა აღნიშნეს, კიმს სტილის შერჩევა ორსულობის დროს არ გამოუვიდა.

ტელევარსკვლავი კიმ კარდაშიანი და მისი ბოიფრენდი, მომღერალი კანიე უესტი ბავშვს ელოდებიან. ამის შესახებ რეპერმა ატლანტიკ-სიტიში გამართული კონცერტის დროს ხმამაღლა განაცხადა. თავად კიმი კი ერთ-ერთ ინტერვიუში გამოტყდა, რომ ცუდი ორსულობა აქვს: "ვერ დავეთანხმები მათ, ვინც ამბობს, რომ ორსულობა – ეს ძალიან სახალისოა და რომ მათ ძალიან მოსწონთ ეს მდგომარეობა. მაშინაც კი, როცა ჩემი და იყო ორსულად, ყველაფერი მარტივად მეჩვენებოდა, არადა, სულაც არ აღმოჩნდა ადვილი. თუმცა გამიგია, რომ დედობა ამ ყველაფრად ღირს. ასე რომ, მოუთმენლად ველი. გამუდმებით სუში მინდა, - ამბობს კიმი, - მაგრამ ჩემთვის არ შეიძლება. ვჭამ ბევრ სტაფილოს და სხვა ბოსტნეულს". კარდაშიანი ირწმუნება, რომ მისთვის სულერთია ბავშვის სქესი, მთავარია – ჯანმრთელი იყოს.

მსგავსი სიახლეები

სოციალური ქსელი

ვისაც ვერანაირად ვერ ვუხსნი და ვისთანაც მიჭირს სიტყვების პოვნა - სანდრა რულოვსი როდის გაარკვევს განათლების მინისტრი ნაცარქექიასთან ურთიერთობას და მოხედავს ამ ლამაზ ბიჭებს და გოგოებს - ირაკლი ჟვანია ასე იწყებოდა ჩემს ბავშვობაში - 80-იანი წლების ბოლოს დანებით დაიწყეს და 90-იან წლებში ავტომატებით გააგრძელეს ერთმანეთის მკვლელობა - სანდრო ბრეგაძე იმედია, არ დადასტურდება არაოფიციალური ინფორმაცია - ნანუკა ჟორჟოლიანი მთავრობას მიმართავს გაიღვიძეთ რა!!! რამ დაგადუმად, რამ დაგაგლახავად ასე! იმოქმედეთ რა!!! - გია მაისაშვილი მაშინ როდესაც ბარბარეს სიცოცხლე ქვევრში ჩაკალით?! აბა, გაბედეთ და იმ ქვევრს ახადეთ თავსახური... - სულა სულაშვილი

გამოკითხვა

ვალუტა

  • 2.67
  • 3.15
  • 3.57
  • 0.05
  • 0.7
  • 1.57