პრობაციონერები სასოფლო-სამეურნეო ტექნიკის მართვას ეუფლებიან

შაბათი, 30 მარტი, 2013 - 13:48

სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა მინისტრის პირველი მოადგილე გიგა გიორგაძე და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე დავით გილიგაშვილი სამტრედიის რაიონის სოფელ დიდი ჯიხაიშის შპს მექანიზატორის, პროფესიული სწავლების ცენტრს ესტუმრნენ.

სასწავლებელში პირობით მსჯავრდებულები სასოფლო-სამეურნეო ტექნიკის მართვის ერთ თვიან კურსს გადიან. მათ უკვე დაასრულეს თეორიული სწავლება და პრაქტიკულ მეცადინეობაზე გადავიდნენ. სწავლის წარმატების დასრულების შემდეგ, პრობაციონერები შესაბამის სერთიფიკატს მიიღებენ და საკუთარ რეგიონში მექანიზატორის სპეციალობით დასაქმების შესაძლებლობა მიეცემათ.

სასწავლო პროგრამა სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა სამინისტროსა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს შორის შეთანხმების საფუძველზე ხორციელდება.

მსგავსი სიახლეები

სოციალური ქსელი

გამოკითხვა

ვის ისურვებდით დედაქალაქის მერად

ვალუტა

  • 2.49
  • 2.93
  • 3.28
  • 0.04
  • 0.68
  • 1.46