როგორ მოვაწონოთ თავი მამაკაცს ზოდიაქოს ნიშნის მიხედვით?

შაბათი, 30 მარტი, 2013 - 13:53

თუ თქვენი რჩეული ვერძია,  დაიმახსოვრეთ, მას არ უყვარს ქალები, რომლებიც იქეთ იჩენენ ინიციატივას, უკან დასდევენ, ურეკავენ, პაემნებს უნიშნავენ და ა.შ თუ ვერძის დაკარგვა გინდთ, თანაც სამუდამოდ, მაშინ გადადით შეტევაზე და ისე აორთქლდება თქვენი ცხოვრებიდან, თვალის დახამხამებას ვერ მოასწრებთ. სამაგიეროდ თუ ნაზი, სიფრიფანა (ბუნებით სიფრიფანა და არა გარეგნულად!) დაუცველი და საყვარელი იქნებით, ვერძი თქვენგან არასად წავა.

თუკი კურო მოხვდა თქვენს მოსანადირებელ სამიზნეებს შორის, მაშინ სასწრაფოდ შეიძინეთ კულინარიის კარგი წიგნი, ან სულაც კულინარიის შემსწავლელ კურსებზე იარეთ. ცნობილი გამოთქმა "მამაკაცის გულისკენ გზა, კუჭზე გადისო" ან კურო მამაკაცზე უთქვამთ ან თავად კურომ გამოიგონა. ისიც გაითვალისწინეთ, რომ კუროებს გამხდარი გოგონები მაინც და მაინც არ იზიდავთ, ამიტომ თავისუფლად შეგიძლიათ დაარღვიოთ მომაბეზრებელი დიეტები და თავს ერთი ორი კილოს მომატების უფლება მისცეთ.

თუკი ტყუპების მიმართ გაგიჩნდათ სიმპათია, თქვენ კი ამ დროს მორცხვი და ნაკლებად კონტაქტური გოგონა ბრძანდებით,  სასწრაფოდ ივარჯიშეთ სითამამეში და არც ინტელექტის გაღრმავება გაწყენდათ ისე. ტყუპი კაცი, მუდოს და გაუნათლებელს თავის გვერდით ვერასოდეს აიტანს, თუნდაც ქალი სექსსიმბოლოთა კატეგორიაში გადიდოდეს.

თუ ბედმა კირჩხიბის სიყვარული გარგუნათ, ნუ იჩქარებთ მისთვის თქვენი სიმპათიების გამოაშკარავებას. იმიტომ რომ თუ ბევრ ზრუნვა-ფერებას მიაჩვევთ, ჩათვალეთ რომ თქვენი კავშირი ხელზე ბეჭდით და მენდელსონის მარშით დასრულდება. კიბოები იმ კაცების რიცხვს განეკუთვნებიან, ვისაც დაბადებიდანვე ცოლი მოყვანის  სურვილი აქვს. ასე რომ, მთავარია,  დედამისს და მის მრავალრიცხოვან ნათესაობას მოაწონოთ თავი და ჩათვალეთ თავი ქუდში გაქვთ!

რაც შეეხება ლომს, ის ხომ იმისთვის დაიბადა, მისით ყველა ქალი იხიბლებოდეს, ამიტომ უპრობლემოდ ჩაგწერთ თავისი თაყვანისმცემლების დიდ არმიაში, რომელიც შესაძლოა სინამდვილეში სულ სამი ქალისგან შედგებოდეს და აქედან ორი სულაც მისი ნათესავი იყოს. თუ გადაწყვეტთ მასთან ურთიერთობას, გამუდმებული აღტაცება და ოვაციები არ დაიშუროთ ლომის მიმართ, რაც იმის გარანტი იქნება, მალე დაიკავებთ საპატიო ადგილს მის მხურვალე გულში.

ცოტა რთულია ქალწულების "შებმა".  ზედმეტად მოწესრიგებული. სულ გაპრიალებულ-დავარცხნილ-ჩაწიკწიკებული. მოკლედ "კაცი-ნათურა". ეცადეთ, თავი მოაწონოთ მოწესრიგებულობით, არაქარაფშუტული საქციელით და ნაკლები ინიციატივიანობით. თორემ თუ თქვენგან ოდნავ მეტი დაინტერსება იგრძნო, ეგრევე თავის გაპრიალებულ ქუდს დაიხურავს და უკან მოუხედავად გაიქცევა, რომელიმე ნაკლებმომთხოვნ ქალთან, ან სულაც ბუღალტრული აღრიცხვების  ოფისში.

არც სასწორი კაცი უქნია მაინც და მაინც ღმერთს დიდად. იცოცხლე გარეგნულად კი გამოიყურება "კანფეტივით" და ხასიათიც კანფეტი აქვს, ნაწილობრივ... სანამ კარგ ხასიათზეა. სამაგიეროდ, როცა თქვენი ვარცხნილობა, ჩაცმულობა ან ზედმეტად მძაფრი სუნამო არ მოეწონება, ისეთ უხასიათობას გამოამჟღავნებს, ეჭვი სერიოზულად შეგეპარებათ, ეს ის კაცია, რომელიც მე მომწონდა აქამდეო. ამასთნ ერთად, გადაწყვეტილებების მიღება  ყოველთვის თქვენი მისაღები იქნება. 

მორიელმა თუ მოგხიბლათ,  ნამდვილად არ არის გასაკვირი. მაგრამ სანამ ჯერ მხოლოდ მოხიბვლის პროცესში ხართ, გაითვალისწინეთ ამ კაცის პერიოდულად აუტანელი ხასიათი. ამასთან, უნდა შეეგუოთ მის ბოღმიან ხასიათს, რაზე, როდის და რატომ გაგიბრაზდათ, რომ ვერ გაიგებთ. არასოდეს ეცადოთ შურისძიებაზე ფიქრს. მოკლედ..თუ მყარი ნერვები გაქვთ გარისკეთ, თუ არ გაქვთ და მაინც გაირისკეთ, ნერვული სისტემა მაინც გაგიმყარდებათ.

თუკი მშვილდოსანი შეგიყვარდათ... ძალიან ძნელია, რომ ეს მხიარული, კეთილი და ოპტიმისტი კაცი არ შეგიყვარდეთ, მაგრამ დასკვნების გამოტანას ნუ იჩქარებთ, თუ უკვე "ჩემო პრინცესა და ერთადერთო" გიწოდათ, კარგად დაძებნეთ, დარწმუნებული ვარ ასეთ "პრინცესებს" და "ერთადერთებს" მის ცხოვრებაში ოხრად აღმოაჩენთ. მას უბრალოდ არ შეუძლია მხოლოდ ერთი ქალით დაკმაყოფილდეს, ამიტომ ამას თავიდანვე უნდა შეეგუოთ. თუმცა სხვა მხრივ მხიარულება და თავგადასავლები მის გვერდით გარანტირებული გაქვთ, დიდი ამბავი,  თუ ერთ-ორ "იუბკას" გააყოლა ხანდახან თვალი და გულიც ხშირ შემთხვევაში.

სამაგიეროდ თუ ოჯახის "მუჭუჭს" და ცხოვრებაში სალი კლდესავით მყარ საყრდენს ეძებთ, თქვენ ამას თხის რქა მამაკაცში აღმოაჩენთ. თუმცა თქვენი თხის რქა, "სალი კლდის" თვისებებით, ამ სიტყვების პირდაპირი გაგებით მალე თავადაც გაგაკვირვებთ, როცა საშინლად ჯიუტი და კონსერვატორი აღმოჩნდება. თხის რქის დაკარგვა თუ არ გინდათ, არასოდეს იკუნტრუშოთ თქვენ ჭკუაზე და მის ჯიბრზე, არასოდეს გახდეთ მასზე ფინანსურად დამოკიდებული და არასოდეს გააკრიტიკოთ იგი.

მერწყული მოგწონთ? ერთი ამიხსენით სად მოასწარით ამ კაცის მოწონება? მერწყული კაცი, ყველაზე "დაცენტრილი" კაცების რიცხვს განეკუთვნება. მან არასოდეს არ იცის წინ რა იქნება. დღეს ალთასაა, ხვალ ბალთას, ზეგ შეიძლება საერთოდ მარსზე გაფრენა მოუნდეს და თქვენ ცოლად მოყვანაზე ასი წელი არ დაფიქრდება. მისი "დაბმა" თუ გინდათ მასავით ბევრი "ტარაკანები" უნდა გყავდეთ თავში. არასოდეს დაგეგმოთ მომავალი და მხოლოდ სპონტანური გადაწყვეტილებებით იცხოვროთ.

რაც შეეხებათ თევზ მამაკაცზე შეყვარებულ ქალებს. მომილოცავს, თქვეში სამედიცინო დარგისკენ მიდრეკილება იგრძნობა. მედდის, ფსიქოლოგის ან ფერშალის დიპლომს ნამდვილად გამოკრავთ ხელს ამ კაცთან ურთიერთობის მერე. იმიტომ, რომ მისი პერიოდული დეპრესიები, ალკოჰოლის მიმართ დიდი სიყვარული და ა.შ თქვენში აუცილებლად გააღვიძებს დედა ტერეზას თვისებებს. თევზი კაცი ნაკლებად უნდა აკრიტიკოთ, რბილად მოეპყრათ, დაუყვავოთ.. მოკლედ, მოამზადეთ მისთვის ერთი კარგი აკვარიუმი და საკუთარი თავისთვის ბევრი ვალერიანის აბები, დამიჯერეთ გამოგადგებათ.

 

 

მსგავსი სიახლეები

სოციალური ქსელი

იყავით უშიშარნი ვითარცა უხორცო!!! პირველ დარტყმას პირადად მე ავიღებ ჩემს თავზე!!! - სანდრო ბრეგაძე მიდით დაგვარბიეთ და რა ტურასაც დაიჭერთ, მერე ვნახოთ - რამაზ გაგნიძე ამერიკის საელჩოსა და მთავრობას შორის შეთანხმევაზე ავრცელებს ინფორმაციას რამდენი რამის თქმა მსურს იმ ადამიანების გასაგონად, ვისაც ერთხელ მაინც არ ჰქონია განცდა საკუთარი ცოდვისა... - პეტრე კოლხი ამ ქათმებს საერთოდ წარმოდგენა აქვთ, რას ნიშნავს კონსტიტუციური მონარქია - სულა სულაშვილი ივანიშვილის გარეშე დიდხანს ვერ დარჩებიან ხელისუფლებაში, მაგრამ ბევრის გაფუჭებას მოასწრებენ - მამუკა გამყრელიძე საჯაროდ გპირდები, ძალიან მალე ეს ქვეყანა შენგან გათავისუფლდება!!!! - ელისო კილაძე

გამოკითხვა

ვის ისურვებდით დედაქალაქის მერად

ვალუტა

  • 2.4
  • 2.79
  • 3.13
  • 0.04
  • 0.67
  • 1.42