ჩრდილოეთ და სამხრეთ კორეას შორის "საომარი მოქმედების" დრო დადგა

შაბათი, 30 მარტი, 2013 - 13:27

ჩრდილოეთ კორეასა და სამხრეთ კორეას შორის "საომარი მოქმედების" დრო დადგა, - განცხადება ოფიციალურად გააკეთა ჩრდილოეთ კორეის სახელმწიფომ. აგრესიული რიტორიკა კი ახალი ესკალაციის დასაწყისი ხდება როგორც სამხრეთ მეზობელთან, ასევე ამერიკის შტატებთან. 

 ჩრდილოეთ კორეა აცხადებს, რომ ამიერიდან მათ მიმართ განხორციელებულ "ნებისმიერ პროვოკაციულ აქტს" "მკაცრი ფიზიკური მოქმედებით" უპასუხებენ. 

აშშ-მ  დაგმო ფხენიანის აგრესიული რიტორიკა, ხოლო რუსეთმა მოუწოდა, არ დაუშვან რაიმე საბედისწერო შეცდომა. 

რამდენიმე დღის წინ ფხენიანის ოფიციალურმა უწყებამ გაავრცელა ინფორმაცია, რომ ჩრდილოეთ კორეამ საბრძოლო მზადყოფნაში მოიყვანა რაკეტები, რომლებიც მიმართულია ამერიკის შეერთებული შტატების სამხედრო ბაზებისკენ ჰავაიზე, გუამის კუნძულზე და ჩრდილოეთ ამერიკის კონტინენტზე.

ფორმალური ომი ორ სახელმწიფოს შორის 1953 წელს დამთავრდა, თუმცა სრულ სამშვიდობო ხელშეკრულებაზე დღემდე ვერ შეთანხმებულან.

მსგავსი სიახლეები

სოციალური ქსელი

გამოკითხვა

ვის ისურვებდით დედაქალაქის მერად

ვალუტა

  • 2.48
  • 2.93
  • 3.3
  • 0.04
  • 0.68
  • 1.46