"ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი" პრეზიდენტის ადმინისტრაციაში გაცემული პრემიების შესახებ ინფორმაციას აქვეყნებს

შაბათი, 30 მარტი, 2013 - 13:25

ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი" 2012 წლის 1 იანვრიდან 2013 წლის 31 იანვრის ჩათვლით გაცემული პრემიების შესახებ პრეზიდენტის ადმინისტრაციიდან მიღებულ ინფორმაციას აქვეყნებს. აღნიშნულმს ინსტიტუტმა პრეზიდენტის ადმინისტრაციიდან ინფორმაცია პრემიების შესახებ სრულყოფილად მიიღო. მიღებული ინფორმაციიდან ირკვევა, რომ ყველაზე მაღალი პრემია 13 თვის მანძილზე პროტოკოლისა და საგარეო ურთიერთობების სამსახურის უფროსმა ზურაბ დარჩიაშვილმა აიღო, მიღებული თანხა 47 710 ლარს შეადგენდა. გაცემული პრემიის ოდენობით მეორე ადგილზეა პრეზიდენტის პრესსამსახურის უფროსი ნათია ბანძელაძე - 40 013 ლარი. მესამე ადგილზეა პრეზიდენტის ერთ-ერთი მრჩეველი, რომელმაც 13 თვის მანძილზე 38 940 ლარის პრემია აიღო. "ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტის" ინფორმაციით, მოწოდებულ ინფორმაციაში არ არის მითითებული თანამდებობის პირების სახელები, შეუძლებელია დანამდვილებით იმის თქმა, თუ პრეზიდენტის შვიდი მრჩევლიდან რომელს ეკუთვნის ეს პრემია. შედარებისთვის, დანარჩენი მრჩევლებიდან სამის 13 თვის პრემიები შეადგენს 17 400 ლარს, ერთის - 19 320 ლარს, ხოლო ორი დანარჩენის - 2000 და 4000 ლარს. ერთ-ერთი ყველაზე მაღალი პრემია პრეზიდენტის სამდივნოს უფროსს 13 თვის მანძილზე 32 240 ლარი აქვს აღებული. "თუ შევადარებთ მრჩევლების მიერ აღებულ პრემიებს მათ თანამდებობრივ სარგოს, მივიღებთ, რომ ერთ-ერთმა მრჩეველმა 13 თვის მანძილზე ხელფასზე 1.49-ჯერ მეტი პრემია აიღო. პრეზიდენტის ადმინისტრაციის სამსახურის უფროსის თანამდეობრივი სარგო განსაზღვრულია 2 300 ლარით. შესაბამისა პრესსამსახურის უფროსმა 13 თვის მანძილზე ხელფასზე 1.3-ჯერ მეტ თანხას იღებდა პრემიის სახით. ხოლო პროტოკოლისა და საგარეო ურთიერთობების სამსახურის უფროსმა იგივე პერიოდში ხელფასზე 1.59-ჯერ მეტი თანხა აიღო პრემიის სახით. სულ 2012 წლის 1 იანვრიდან 2013 წლის 31 იანვრის ჩათვლით პერიოდში 26 პირის პრემიებზე დაიხარჯა 537 048 ლარი."- აღნიშნულია ინსტიტუტის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

 

 

 

მსგავსი სიახლეები

სოციალური ქსელი

გამოკითხვა

ვის ისურვებდით დედაქალაქის მერად

ვალუტა

  • 2.48
  • 2.95
  • 3.35
  • 0.04
  • 0.71
  • 1.46