ზაალ სამადაშვილის თანამდებობიდან გადადგომაზე გამართულ კენჭისყრაში ოპოზიცია არ მონაწილეობდა

შაბათი, 30 მარტი, 2013 - 13:03

თბილისის საკრებულოს ოპოზიციური ფრაქციების წარმომადგენლებს ზაალ სამადაშვილის გადაყენების საკითხის კენჭისყრაში მონაწილეობა არ მიუღიათ, მათმა უმრავლესობამ პროტესტის ნიშნად სხდომაც კი დატოვა.

როგორც ფრაქცია "თავისუფლების” თავმჯდომარემ ირაკლი შიხიაშვილმა აღნიშნა, ზაალ სამადაშვილის გადაყენების საკითხის განხილვა პროცედურული დარღვევით მოხდა.

"პროცედურის მიხედვით, საკითხის დაყენება 10 დღით ადრე ჯერ კომისიებში და ფრაქციებში უნდა განეხილათ, შემდეგ კი საკრებულოს სხდომაზე გასულიყო. ეს საკითხი კი დღის წესრიგს ბიუროზე გატანის მომენტში ჩაემატა.

დღეს დაიწყო "ნაციონალური მოძრაობის" პანაშვიდი და მალე გასვენება იქნება. სამი თვის განმავლობაში საკრებულოს ოპოზიციას საკრებულოს თავმჯდომარის გადაყენების საკითხის დაყენება აღარ შეეძლება. მომხდარი ცხადყოფს, რომ ყოველივე დღეს მომხდარი იყო ფარსი და საკრებულოს "ნაციონალური მოძრაობა" მზად არის მიხეილ სააკაშვილის და გიგი უგულავას დავალებით იმოქმედოს", - აღნიშნა ირაკლი შიხიაშვილმა.

მსგავსი სიახლეები

სოციალური ქსელი

ეხლა დაეწყვნენ ის მწერლები... და ბოდიში მოუხადონ საზოგადოებას ე.წ. მწერალ ზვიად რატიანის გამო - ნიკოლოზ მჟავანაძე ყოველთვის, როცა დაკავებული მტყუანია და იგინება, პოლიციელების სამხრე კამერები გამართულად მუშაობს - კახა კუკავა საპოლიციო პრაქტიკასა და ზვიად რატიანზე პირი, რომელსაც აქვს თავშეკავების ვალდებულება, თავს ვერ იკავებს და იგინება. ეს პირი არის პრემიერი... - ირაკლი ტაბლიაშვილი ვიღაც მუდრეგს "ზევიდან" ოთო აბესაძის ულამაზეს ცოლზე ჰქონდა თვალი დადგმული! - ლალი მოროშკინა ბატონო ირაკლი, თქვენ რომელი სახელმწიფოს პარლამენტის თავმჯდომარე ხართ? - ხათუნა ხოფერია კობახიძეს მიმართავს ქართველი ერი ტრაგედიების სიმბოლოდ იქცა... - მამა პეტრე კოლხი

გამოკითხვა

ვალუტა

  • 2.47
  • 3.03
  • 3.43
  • 0.04
  • 0.65
  • 1.45