სარფში დაკავებული დიდი ოდენობით „ჰეროინის\" შემომტანი ნარკოტიკული საშუალების ზემოქმედების ქვეშ იმყოფებოდა

შაბათი, 30 მარტი, 2013 - 11:22

ცენტრალური კრიმინალური დეპარტამენტის აჭარის ა/რ სამმართველოს თანამშრომლებმა სარფის სასაზღვრო-გამშვებ პუნქტში დიდი ოდენობით „ჰეროინი"-ს შემოტანის ფაქტზე 1975 წელს დაბადებული ირაკლი კ. დააკავეს.

დაკავებულს პირადი ჩხრეკისას 5 შეკვრად დაფასოებული ნარკოტიკული ნივთიერება აღმოაჩნდა. მან საქართველოში ნარკოტიკის შემოტანა თურქეთიდან სცადა. ექსპერტიზამ დაადგინა, რომ ნარკოტიკის საერთო წონა 2,14 გრამია, რაც 0,584 გრამ „ჰეროინ"-ს შეიცავს. ასევე დადგინდა, რომ ირაკლი კ. დაკავების მომენტში ნარკოტიკული საშუალების ზემოქმედების ქვეშ იმყოფებოდა.

დაკავებული აღიარებს ჩადენილ დანაშაულს.

გამოძიება სსკ-ს 260-ე მუხლის (ნარკოტიკის შეძენა-შენახვა) მე-2 ნაწილის „ა" ქვეპუნქტით, 262-ე მუხლის (საქართველოში ნარკოტიკის უკანონოდ შემოტანა) მე-2 ნაწილის „ა" ქვეპუნქტით და 273-ე მუხლით (ნარკოტიკის მომხმარება) მიმდინარეობს.

მსგავსი სიახლეები

სოციალური ქსელი

გამოკითხვა

ვალუტა

  • 2.69
  • 3.17
  • 3.57
  • 0.05
  • 0.69
  • 1.58