საკრებულოს სხდომაზე დეპუტატებმა რამდენიმე ქუჩას ახალი სახელი მიანიჭეს

პარასკევი, 29 მარტი, 2013 - 23:24

საკრებულოს დღევანდელ სხდომაზე დეპუტატებმა რამდენიმე ქუჩისთვისა და სკვერისთვის ახალი სახელის მინიჭების თაობაზე იმსჯელეს. საკითხი განსახილველად საკრებულოს სახელდებისა და სიმბოლიკის კომისიის თავმჯდომარემ ლაშა იმედაშვილმა წარმოადგინა და აღნიშნა, რომ ქუჩების სახელების მიზანშეწონილობა სხდომაზე გამოტანამდე კომისიაში იქნა განხილული.

საკრებულოს წევრების თანხმობის შედეგად თბილისში ვაკის რაიონში, მე-9 საავადმყოფოდან ნინო რამიშვილის ქუჩამდე უსახელო მონაკვეთს ზურაბ ავალიშვილის სახელი დაერქვა. კრწანისის რაიონში, ორპირის ქუჩას კი ჯემალ აჯიაშვილის სახელი ეწოდა.

დღესვე დეპუტატებმა ნაძალადევის რაიონში, მუხიანის დასახლებაში მდებარე ქუჩას – მუხიანის, ხოლო ე.წ. ავშნიანის დასახლებაში უსახელო ქუჩას კი ექიმების სახელი მიანიჭეს.

ჯემალ აჯიაშვილის სახელი ეწოდა კრწანისის რაიონში მდებარე ორპირის ქუჩას.

რაც შეეხება საბურთალოს რაიონს, აქ ორ უსახელო ქუჩასა და ერთ სკვერს დარექვა ახალი სახელი.

პეტრე იბერის სახელწოდება მიენიჭა ამავე ქუჩასთან მდებარე შესახვევს. დავით აღმაშენებლის ხეივნის მე-12 კილომეტრთან მდებარე უსახელო ქუჩას გვირილების სახელის ეწოდა, ხოლო ჟიული შარტავას ქუჩასთან მდებარე უსახელო სკვერს კი ინსბრუკის სახელი მიენიჭა.

დეპუტატებმა დღესვე გლდანის რაიონში, ე.წ. გლდანის ხევის დასახლებაში მდებარე უსახელო ქუჩისთვის, მასთან მდებარე ოთხი შესახვევისთვის და ერთი ჩიხისთვის გლდანულას სახელის მინიჭებისა და ამავე რაიონში მდებარე დავით ჯაბიძის ქუჩის გაგრძელების შესახებ იმსჯელეს და დადებითად გადაწყვიტეს.

 

 

მსგავსი სიახლეები

სოციალური ქსელი

იყავით უშიშარნი ვითარცა უხორცო!!! პირველ დარტყმას პირადად მე ავიღებ ჩემს თავზე!!! - სანდრო ბრეგაძე მიდით დაგვარბიეთ და რა ტურასაც დაიჭერთ, მერე ვნახოთ - რამაზ გაგნიძე ამერიკის საელჩოსა და მთავრობას შორის შეთანხმევაზე ავრცელებს ინფორმაციას რამდენი რამის თქმა მსურს იმ ადამიანების გასაგონად, ვისაც ერთხელ მაინც არ ჰქონია განცდა საკუთარი ცოდვისა... - პეტრე კოლხი ამ ქათმებს საერთოდ წარმოდგენა აქვთ, რას ნიშნავს კონსტიტუციური მონარქია - სულა სულაშვილი ივანიშვილის გარეშე დიდხანს ვერ დარჩებიან ხელისუფლებაში, მაგრამ ბევრის გაფუჭებას მოასწრებენ - მამუკა გამყრელიძე საჯაროდ გპირდები, ძალიან მალე ეს ქვეყანა შენგან გათავისუფლდება!!!! - ელისო კილაძე

გამოკითხვა

ვის ისურვებდით დედაქალაქის მერად

ვალუტა

  • 2.4
  • 2.79
  • 3.13
  • 0.04
  • 0.67
  • 1.42