ხვალ თბილისში საბჭოური ანაბრების საკითხებზე კონფერენცია ჩატარდება

პარასკევი, 29 მარტი, 2013 - 20:00

ხვალ თბილისში, ექსპერტთა და არასამთავრობო ორგანიზაციების მონაწილეობით, თემაზე: „საბჭოთა და პოსტსაბჭოთა ქართული ანაბარი“, ერთდღიანი კონფერენცია ჩატარდება. კონფერენცია ეწყობა არასამთავრობო ორგანიზაცია „ახალგაზრდა ადვოკატების“ მიერ მიმდინარე კვლევის ფარგლებში.

კონფერენცია სამი ძირითადი თემისგან შედგება, განხილულ იქნება საბჭოთა და პოსტსაბჭოთა ქართული ანაბრის დაბრუნების შესაძლებლობების სამართლებრივი გზები და ამ მიმართულებით, ყოფილი საბჭოთა კავშირის ქვეყნების გამოცდილება. მრგვალ მაგიდას მოწვეული არასამთავრობო ორგანიზაციები, ექსპერტი მომხსენებლები და საკითხთან კავშირში მყოფი რამდენიმე საჯარო უწყების წარმომადგენელიც დაესწრება. დისკუსიაში მონაწილეობას მიიღებენ ვასილ მაღლაფერიძე, ლია მუხაშავრია, ელგუჯა მექვაბიშვილი, ირაკლი ლექვინაძე და სხვები. კონფერენციას დაესწრება რეგისტრირებული 20–მდე არასამთავრობო ორგანიზაცია, წარმომადგენლები მთავრობის კანცელარიიდან, საქართელოს პარლამენტიდან და სახალხო დამცველის აპარატიდან. თემის ირგვლივ, კონფერენციის ბოლოს, მონაწილეთა შორის, გაიმართება დისკუსია.

კონფერენცია სასტუმრო „ძველ მეტეხში“ 12:00–15:00 საათის შუალედში გაიმართება. „ახალგაზრდა ადვოკატები“ საბჭოთა ანაბრების პრობლემის სამართლებრივი ანალიზის კვლევას თებერვლიდან ანხორციელებენ. კვლევა მაისის დასაწყისში გამოქვეყნდება.

 

მსგავსი სიახლეები

სოციალური ქსელი

გამოკითხვა

ვალუტა

  • 2.7
  • 3.18
  • 3.57
  • 0.05
  • 0.7
  • 1.59